ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“ვიმედოვნებთ, რომ სამივე პაციენტი ჩვენი და მათი ძალისხმევით გადარჩება” – ლევან რატიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად სამი დაშავებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია.

ლევან რატიანი განმარტავს, რომ ჰემოდინამიკა მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია და იმედოვნებს, რომ სამივე პაციენტი გადარჩება:

სამივე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს დადებითი დინამიკა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების მხრივ. ჰემოდინამიკა მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია. ზოპრესორების დოზა შემცირებულია.

სამივე მათგანთან ჩვენ და მათ საბედნიეროდ, გამოჩნდა რქოვანასა და გუგის რეფლექსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნევროლოგიური სტატუსის მხრივ, დადებითი დინამიკაა, თავის ტვინის დაზიანების კლინიკური გამოვლინება არის ის, რომ სიცოცხლე თავის ტვინში შენარჩუნებულია.

უარყოფითი დინამიკა არ ყოფილა. პაციენტები ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებიან, მაგრამ ჟანგბადის მაქსიმალური კონცენტრაცია მიდიოდა, რაც შემცირდა. აღნიშნული შეიძლება დადებით დინამიკად ჩაითვალოს. სამივე მათგანთან ოქსიგენაციის პარამეტრები გაუმჯობესებულია.

სამივესთან იყო თირკმლის მწვავე უკმარისობა, ამ ეტაპზე სამივე მათგანთან აღდგენილია შარდის წამოსვლა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს დადებით დინამიკას. ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული პაციენტების უარყოფითი დინამიკა რამდენიმე საათია არ ვლინდება.

ვიმედოვნებთ, რომ სამივე პაციენტი ჩვენი და მათი ძალისხმევით გადარჩება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ავტორი
მარიკა ხორავა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული