ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები„ამდენი კრიტიკით ოპოზიციამ გიორგი ვაშაძე ცენტრალურ ფიგურად აქცია“...

„ამდენი კრიტიკით ოპოზიციამ გიორგი ვაშაძე ცენტრალურ ფიგურად აქცია“ – ხათუნა ლაგაზიძე

პოლიტიკის ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე სააგენტო „პარალელთან“ ოპოზიციურ ძალებს შორის კონკურენციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ერთმანეთთან დაპირისპირებით სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიათა ლიდერები ამომრჩეველთა ნდობასა და ხმას კარგავენ, მოგებული კი მხოლოდ „ქართული ოცნება“ რჩება. გარდა ამისა, ზედმეტი კრიტიკით, ოპოზიციამ შეძლო ის, რომ გიორგი ვაშაძე ცენტრალურ ფიგურად აქცია:

მე ვფიქრობ, რომ ზოგადად, იკვეთება ძალიან ცუდი ტენდენცია:

პირველ რიგში,  როდესაც ოპოზიცია ერთმანეთს ებრძვის, მოგებული მხოლოდ „ქართული ოცნება“ რჩება.

მეორე მხრივ, როდესაც ხალხი ხედავს, რომ ერთი ოპოზიციური პარტია, იმის ნაცვლად, რომ საარჩევნო კამპანია დაიწყოს, ებრძვის სხვა ოპოზიციურ ლიდერებს, ამ შემთხვევაში – გიორგი ვაშაძეს, ამით საზოგადოებას მხოლოდ იმედი უცრუვდება და ოპოზიციური ამომრჩეველი იკარგება, რადგან საქმის კეთების ნაცვლად ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან ბრძოლით არიან დაკავებულნი.

გარდა ამისა, იკვეთება საკმაოდ კომიკური ფაქტი, თითქოს ოპოზიციას ორიენტირები აერია და ხელისუფლების ნაცვლად, მთავარ სამიზნედ გიორგი ვაშაძე გაიხადა. ნაცვლად იმისა, რომ ენერგია არჩევნებში ხელისუფლების დამარცხებისკენ მიმართონ, ეს ენერგია მიემართება ოპოზიციონერი კოლეგების წინააღმდეგ. ეს სრულიად გაუმართლებელი ტაქტიკაა და ოპოზიციას დამარცხებისკენ მიაქანებს.

საბოლოო ჯამში, ის შეტევები, რაც ახლა სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფებისგან გიორგი ვაშაძის წინააღმდეგაა მიმართული, ყველაზე ნაკლებად სწორედ ვაშაძეს აზარალებს, რადგან ამდენი კრიტიკით ოპოზიციამ იგი ცენტრალურ ფიგურად აქცია. მით უფრო, რომ ვაშაძე აქტიურობით ყველასგან გამორჩეულია.

კიდევ ერთი საკითხი, რაც ამომრჩევლის თვალში ძალიან ცუდად ჩანს, არის ის, რომ ოპოზიციურ პარტიებს უჭირთ საკუთარი სიტყვის შენარჩუნება, საკუთარი პირობის შესრულება და როცა ამომრჩეველი ამას ხედავს, რა განწყობა უჩნდება მას? პასუხი მარტივია: უნდობლობა იზრდება, რადგანაც ოპოზიციონერები ერთმანეთთან დადებულ სიტყვას არ უფრთხილდებიან, მაშინ რა გარანტია არსებობს, რომ ამომრჩევლისთვის მიცემულ პირობას არ გატეხავენ?!

ორი თვეა არჩევნებამდე დარჩენილი და აქტიური საარჩევნო კამპანიის დაწყების ნაცვლად, ერთმანეთთან ბრძოლით ოპოზიცია იჭრის იმ ტოტს, რომელზეც ზის.

განსაკუთრებით მნიშნელოვანია, „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მთლიანად ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის წინაშე: მან ხელი უნდა შეუწყოს, რომ ოპოზიციური ხმები, რომლებიც მის ყულაბაში მაინც ვერ წავა, არ დაიკარგოს და სხვა ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდეს. აბა სხვაგვარად როგორ აპირებენ „ქართული ოცნების“ დამარცხებას და კოალიციის ფორმირებას?! თუ არჩევნების მერეც, ისევ მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი დააკმაყოფილებთ?! ფორმულა მარტივია: ნებისმიერი იმედგაცრუებული და სახლში დარჩენილი ამომრჩეველი „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენისკენ გადადგმული დამატებითი ნაბიჯია“,- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დიფ სთეითის დამარცხება იქნება ირაკლი კობახიძის და ტრამპის შეხვედრა – ქოცებო, ამაზე იოცნებეთ” –...

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ეხმაურება აშშ-ში საქართველოს...

“ახლა დასხედით მურუსიძის სასამართლოში და დაუბრუნეთ ფული ბიძინას” – ვახო სანაია

ბოლო პერიოდში, ყოფილი სახელმწიფო მოხელეების მხრიდან კორუფციული დანაშაულის გამოვლენის...

“ჩვენს გუნდს საარჩევნოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს” – კახა კალაძე

„არჩევნებისთის მზადება უკვე დაწყებული გვაქვს. არასდროს ვწყვეტთ კომუნიკაციას ხალხთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...