ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ცოლების საქმიანობათა დღის ცენტრი ჩოხატაურში" - ხათუნა გოგორიშვილი

“ცოლების საქმიანობათა დღის ცენტრი ჩოხატაურში” – ხათუნა გოგორიშვილი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ნეპოტიზმის ფაქტებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა “ევროპული საქართველოს” გურიის მაჟორიტარობის კანდიდატმა ხათუნა გოგორიშვილმა. მისი განცხადებით, ჩოხატაურში ადგილი აქვს “ქართული ოცნების” ნეპოტისტურ პოლიტიკას, კერძოდ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ ერთ-ერთ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად დასაქმდა მუნიციპალიტეტის თანამშრომლების ცოლები:

მინდა გითხრათ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა ერთ-ერთ ორგანიზაციასთან გააფორმა ხელშეკრულება, ურთიერთგაგების მემორანდუმი პროგრამაზე რომლის სახელია “ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის ცენტრი ჩოხატაურში”. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებასა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

ამ პროგრამისთვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გადარიცხულ იქნა 96500 ლარი. აღნიშნული თანხიდან 87500 ლარი ამ პროგრამაში დასაქმებულ 7 თანამშრომლის ხელფასს მოხმარდა და მხოლოდ 9000 მოხმარდა პროგრამას. თავისთავად უკვე ეს ფაქტი არის კითხვის ნიშნების შემცველი. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, ვინ არიან ეს ადამიანები და ვის უხდის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ხელფასს ყოველთვიურად: მერიის სოციალური სამსახური განყოფილების უფროსის ცოლი, მერის მოადგილის ცოლი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ცოლი, ჩოხატაურის ელექტროქსელების ხელმძღვანელის ცოლი. შესაბამისად, ამ პროგრამას, შეგვიძლია ძალიან გამართულად დავარქვათ ცოლების საქმიანობათა დღის ცენტრი ჩოხატაურში,” – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

ავტორი
თამუნა მახარაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჭკუის მომკითხავი აღარ დაგრჩათ მანდ ვინმე, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თბილისში, ირანის საელჩოში გამართულ...

“ბიზნესი, რომელიც რეკლამას ანთავსებს მხოლოდ სახელისუფლებო მედიასაშუალებებში, ემსახურება რუსულ რეჟიმს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...