შაბათი, ივნისი 14, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიტრაგიკული ფაქტები“რა მწარეა ამ ტკივილის გაძლება” - შატილში მომხდარი...

“რა მწარეა ამ ტკივილის გაძლება” – შატილში მომხდარი ავტოკატასტროფის ერთ-ერთი მსხვერპლის, ხატია ზაალიშვილის დეიდა ტრაგედიას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა

23 აგვისტოს მომხდარი ავტოკატასტროფის ერთ-ერთი მსხვერპლია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტი, ხატია ზაალიშვილი. ცნობილია, რომ გარდაცვლილს 2 წლის შვილი დარჩა. სამძიმარი თავად უნივერსიტეტმაც გამოთქვა, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოუცხადა თანადგომა გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახსა და ახლობლებს:

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გუშინ მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი ტურიზმის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი ხატია ზაალიშვილი ემსხვერპლა. ვუთანაგრძნობთ ოჯახს, მეგობრებს და თანადგომას ვუცხადებთ,”- ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოციალურ ქსელში სულისშემძვრელი პოსტი გამოაქვეყნა ხატია ზაალიშვილის დეიდამაც:

რა მწარეა დეის გულო ამ ტკივილის გაძლება, უშენობა დეი. მიხაროდა, რომ მირეკავდი და მეძახოდი – დეი მომენატრეო. წახვედი და დამტოვე შენი ღიმილის, სითბოს და ჩახუტების გარეშე. სული მეწვის დეის გულო. ცხოვრება თითქოს დამთავრდა, რა ვუთხრა რით ვანუგეშო შენი გაუბედურებული მშობლები, შენი საამაყო ძმა, ან შენი ნამცეცა… შენ ხომ უზომოდ გიყვარდა სიცოცხლე, შენ ხომ ყოველთვის მეუბნებოდი, რომ ჩემი დემეტრეს გამო ყველაფერს გავაკეთებო.

მტკივა იმის გაფიქრება, რომ ჩამოვალ და აღარ დამხვდები. მინდა გულში ჩაგიკრა, როგორც ყოველთვის და გითხრა, რომ ჩემი გული და სული ხარ. ვაიმე, მინდა ვიყვირო და ვიღრიალო, რომ ჩემი ფერია აღარ მყავს. იქნებ გაიგონო დეი, იქნებ დამიძახო და მითხრა, რომ მოგატყუესო დეი,” – წერს ხატია ზაალიშვილის დეიდა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა, შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. გადარჩენილი სამი ადამიანი კლინიკაში იმყოფება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ზარქუა, როგორ ჩანს, თავისი შიშის ამბავს ყვებოდა” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...