ოთხშაბათი, ივლისი 30, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა: მეზობელი ქვეყნების სამძიმრის...

25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა: მეზობელი ქვეყნების სამძიმრის გზავნილები

ხევსურეთში 23 აგვისტოს მომხდარ ავტოკატასტროფას  საქართველოს მეზობელი ქვეყნის უწყებები ეხმაურებიან და სამძიმარს გამოთქვამენ გარდაცვლილთა ოჯახების მიმართ. განცხადებები გავრცელდა, სომხეთის, აზერბაიჯანის, ისრაელის, ლიეტუვას მხრიდან:

ღრმად დამწუხრებულები ვართ შატილში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს“,- ნათქვამია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტოკატასტროფას ეხმაურება სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანიც: „ღრმად დამწუხრებული ვართ დუშეთში მომხდარი ავტოავარიის გამო, რომელსაც ბევრი უდანაშაულო მსხვერპლი მოჰყვა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,” – ტვიტერის გვერდზე დაწერა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.

გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა მეზობელმა აზერბაიჯანმაც. „დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ძალიან სამწუხაროა. სამძიმარს ვუცხადებთ უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა მეგობარ ქართველებს!“, – წერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიხუნ ბაირამოვი სოციალურ ქსელ ტვიტერზე.

ავტოკატასტროფის გამო განცხადება გაავრცელა ისრაელის საგარეო უწყებამაც: “ისრაელი უსამძიმრებს საქართველოში შატილის გზაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს. ვუსურვებთ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ყველა დაშავებულს,”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა. შატილიდან ექსკურსიის მიზნით ჩასული ადამიანები უკან, დედაქალაქში ბრუნდებოდნენ, თუმცა ავტობუსმა, რომელიც 20 ადამიანით იყო დაკომპლექტებული, 80 მეტრიდან ვარდნა განიცადა. ადგილზე 17 ადამიანი გარდაიცვალა, ამ დრომდე კრიტიკულია გადარჩენილი 3 ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“წელს ყველა ელოდა, რომ ის ნობელის პრემიას მიიღებდა…” – მიხეილ სააკაშვილი ცოტნე ჯავახიშვილთან დაკავშირებით

მსოფლიოში სახელგანთქმული ბიოლოგის, ცოტნე ჯავახიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს ეხმაურება...