პარასკევი, მარტი 14, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვაარჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ყველა ოპოზიციური პარტია დაირაზმება -...

არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ყველა ოპოზიციური პარტია დაირაზმება – ნინო ბურჯანაძე

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ყველა ოპოზიციური პარტია არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ დაირაზმება. მისი განმარტებით, ყველა პარტიის წარმომადგენელი შტაბს შექმნის და არჩევნების დღეს ქოლცენტრი იმუშავებს:

ეს არის ნამდვილად სიგნალი ხელისუფლებისთვის, რომ არ გაბედოს  არჩევნების გაყალბება, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ოპოზიციური პარტია არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ დაირაზმება. აქ ვეღარ მოხერხდება ის, რაც 2016 წელს შეძლო  ბიძინა ივანიშვილმა.

კონკრეტული შტაბი შეიქმნება, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა პარტიის წევრი.

არჩევნების დღეს იმუშავებს ქოლცენტრი, სადაც პოლიტიკური ორგანიზაციის ყველა წარმომადგენელი დარღვევების შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდიან  და შესაბამისად ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია კოორდინირებულად იმოქმედებს”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ავტორი
მარიკა ხორავა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...