სამშაბათი, აპრილი 29, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიმემორანდუმი მძლავრი პოლიტიკური სიგნალია ოპოზიციის ერთიანობის შესახებ -...

მემორანდუმი მძლავრი პოლიტიკური სიგნალია ოპოზიციის ერთიანობის შესახებ – დავით ბაქრაძე

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, 30-მდე ოპოზიციური პარტია ერთიანდება, რათა არჩევნების გაყალბება არ მოხდეს.

დავით ბაქრაძის განმარტებით, ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯია, მემორანდუმი მოქალაქეების ხმების დაცვას უზრუნველყოფს, რადგან არჩევნების შედეგები ხალხის ნებას უნდა ასახავდეს:

30-მდე ოპოზიციური პარტია, პრაქტიკულად, სრული პოლიტიკური სპექტრი ერთმანეთის ხმების დაცვაზე და იმაზე თანხმდება, რომ ერთობლივი ძალისხმევით არ დაუშვებს არჩევნების გაყალბებას და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძლავრი პოლიტიკური სიგნალი ოპოზიციის ერთიანობის შესახებ.

ამ დოკუმენტს აქვს პრაქტიკული ღირებულებაც და მასში ასახული იქნება ის პრაქტიკული მექანიზმები, რომლითაც ოპოზიცია ერთმანეთის ხმებს დაიცავს. ამიტომ დოკუმენტი გახლავთ პოლიტიკურადაც და პრაქტიკულადაც მნიშვნელოვანი.

ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ძალიან სერიოზული ნაბიჯი, რომლითაც დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების ხმებს და უზრუნველვყოფთ იმას, რომ არჩევნების შედეგები ასახავდეს ხალხის ნებას”,- განაცხადა  დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ 30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ დღეს ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ როგორც საკუთარ, ისე ერთმანეთის ხმებს დაიცავენ.

ავტორი
მარიკა ხორავა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩვენი ხალხის სიმტკიცესა და ერთგულებაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს მიმართავს და გამძლეობისთვის,...

“ამ ყველაფრის ფინალი რა არის ქოცებო თქვენი აზრით?” – თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილი "ქართული...

“კი, ივანიშვილი პოტენციურად მკისრებელია” – მურმან დუმბაძე

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის შესაძლო დაგეგმილ მკვლელობასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...