საქართველოს მთავრობა, გუშინ, შატილის გზაზე დატრიალებული ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა პატივსაცემად, 25 აგვისტოს გლოვის დღედ აცხადებს. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება:
„შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.
განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება,“ – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.
ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი