პარასკევი, აპრილი 11, 2025
3.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიადიდებული მდინარე ლასკადურა ლენტეხის მოსახლეობას საფრთხეს უქმნის

ადიდებული მდინარე ლასკადურა ლენტეხის მოსახლეობას საფრთხეს უქმნის

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. ძლერი წვიმის შედეგად ჩოლურის თემის ხუთი სოფელი – დურაში, ტვიბი, მწდი, ესერი და საყდარი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

სტიქიის შედეგად საავტომობილო, საფეხმავლო გზები და სამი ხიდი დააზიანდა. ადიდებულმა მდინარე ლასკადურამ წაიღო სამეურნეო ნაკვეთებიც.

უამინდობის გამო ზარალის დათვლა ჯერ ვერ მოხერხდა. სტიქიის ზონაში მდებარე სოფლებთან მხოლოდ სატელეფონო კავშირი არსებობს.

დაბა ლენტეხის მოსახლეობის თქმით, ადიდებული მდინარე საფრთხეს უქმნით.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი, ბადრი ლიპარტელიანი ადასტურებს, რომ რამდენიმე ხიდი და ნაპირსამაგრი ჯებირები ნამდვილად წაღებულია. მისი თქმით, ამ დროისთვის მოსახლეობა არ დაზარალებულა, თუმცა წვიმის გაგრძელების შემთხვევაში საშიშროება არსებობს.

ლენტეხში ძლიერი წვიმა ამ დროსაც გრძელდება. შესაძლოა ვერტმფრენის გამოყენება გახდეს საჭირო.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მივიღე გადაწყვეტილება აჭარის ა. რ. მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ” – თორნიკე რიჟვაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟბაძე, თანამდებობის დატოვების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ სამი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს” – კახა კალაძის განმარტებები

ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. პროგრამის მიმდინარეობის...

“სამწუხაროა, რომ მას საერთოდ ვინმე უსმენს. კიდევ უარესი, რომ მიკროფონთან უშვებენ” – დოდონა კიზირია...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორის დოდონა კიზირიას მძიმე შეფასებები საქართველოს...