სამშაბათი, აპრილი 30, 2024

ადიდებული მდინარე ლასკადურა ლენტეხის მოსახლეობას საფრთხეს უქმნის

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. ძლერი წვიმის შედეგად ჩოლურის თემის ხუთი სოფელი – დურაში, ტვიბი, მწდი, ესერი და საყდარი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

სტიქიის შედეგად საავტომობილო, საფეხმავლო გზები და სამი ხიდი დააზიანდა. ადიდებულმა მდინარე ლასკადურამ წაიღო სამეურნეო ნაკვეთებიც.

უამინდობის გამო ზარალის დათვლა ჯერ ვერ მოხერხდა. სტიქიის ზონაში მდებარე სოფლებთან მხოლოდ სატელეფონო კავშირი არსებობს.

დაბა ლენტეხის მოსახლეობის თქმით, ადიდებული მდინარე საფრთხეს უქმნით.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი, ბადრი ლიპარტელიანი ადასტურებს, რომ რამდენიმე ხიდი და ნაპირსამაგრი ჯებირები ნამდვილად წაღებულია. მისი თქმით, ამ დროისთვის მოსახლეობა არ დაზარალებულა, თუმცა წვიმის გაგრძელების შემთხვევაში საშიშროება არსებობს.

ლენტეხში ძლიერი წვიმა ამ დროსაც გრძელდება. შესაძლოა ვერტმფრენის გამოყენება გახდეს საჭირო.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული