ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიჩაუშვით ეს პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად იმისათვის, რომ...

ჩაუშვით ეს პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად იმისათვის, რომ კიდევ მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ და დროულად გამოვავლინოთ დაავადებები – გიორგი ვაშაძე

ხელისუფლების მიერ გუშინ დაანონსებულ დახმარების გაზრდას, ონკოპაციენტებისთვის, ეხმაურება პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე და აცხადებს, რომ თუ ახლა არის შესაძლებელი უმძიმესი ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის დროს გამონახულიყო ფინანსები ონკოლოგიური დაავადებების სრულად დაფინანსებისთვის, ეს რატომ არ გაკეთდა აქამდე?ოპოზიციონერი ლიდერი ასევე განმარტავს, რომ თითქმის ერთი წელია ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან, სამედიცინო დარგის სპეციალისტებთან ერთად სწორედ ამ საკითხზე საუბრობს და მათმა საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა სრულად დაფინანსდება.

გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მოუწოდებს დროულად ჩაუშვან მათ მიერ გაგზავნილი სტრატეგია ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის მიზნით, რომ დროულად გამოავლინონ დაავადებები და გადაარჩინონ რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე:

ჩვენმა საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და “დამსხვრეული ოცნებების” ხელისუფლებამ, როგორც იქნა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა სრულად დააფინანსონ.

ჩვენ დეტალები არ ვიცით, მაგრამ დეტალურ მონიტორინგს გავაკეთებთ. მთავარი კითხვა, რაც ისმის ჩვენგან, თუ ახლა შესაძლებელია უმძიმესი ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის დროს გამონახულიყო ფინანსები ონკოლოგიური დაავადებების სრულად დაფინანსებისთვის, ეს რატომ არ გაკეთდა აქამდე? თითქმის ერთი წელია ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან, სამედიცინო დარგის სპეციალისტებთან ერთად სწორედ ამ საკითხზე ვსაუბრობ და სწორედ ამაზე ვმუშაობთ დღე და ღამე.

რამდენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნებოდა შესაძლებელი და რაც მთავარია რამდენი სიცოცხლის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი, რომ ეს მართლაც დროულად განხორციელებულიყო.

მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, სამედიცინო დარგის სპეციალისტს, აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო ჩვენს კამპანიაში იმ დიდი საქმისთვის, რაც ჩვენ ყველამ ერთად გავაკეთეთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – მე მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ათასობით ადამიანს, რომელმაც ხელი მოაწერა პეტიციას და ეს მოთხოვნა გაუშვა მთავრობისკენ.

ჩვენ პირველ შედეგზე გავედით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თუ აკეთებთ, გააკეთეთ სრულად! ონკოლოგიის მართვის ცენტრთან ერთად ჩვენ მოგეცით დეტალური სტრატეგია ქვეყანაში ონკოლოგიურ დაავადებებზე მკურნალობის მართვასთან დაკავშირებით, რაც მთავარია ადრეული დიაგნოსტიკა, ადრეული დიაგნოსტიკა და კიდევ ერთხელ ადრეული დიაგნოსტიკა, სკრინინგი მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩაუშვით ეს პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად იმისათვის, რომ კიდევ მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ და დროულად გამოვავლინოთ დაავადებები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცი მთლიანად და აბსოლუტურად რუსულ მატრიცაშია” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ მძიმე ფაქტებზე...

“ბიზნესი, რომელიც რეკლამას ანთავსებს მხოლოდ სახელისუფლებო მედიასაშუალებებში, ემსახურება რუსულ რეჟიმს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“დღევანდელი ოპოზიცია ლამის ყოველდღიურად განიცდის მორალურ დამარცხებებს” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის მარცხზე საუბრობს: "რა არის ყველაზე მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...