კვირა, ივლისი 13, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიუცხოეთის ამბებირუსეთის მთავარი ოპოზიციონერი მოწამლეს?!

რუსეთის მთავარი ოპოზიციონერი მოწამლეს?!

რუსი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი კომაშია.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. ქვეყნის მთავარი ოპოზიციონერი ქალაქ ომსკის საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ექიმები პაციენტის მდგომარეობას მძიმედ აფასებენ. ალექსეი ნავალნის პრეს-სამსახურის უფროსის თქმით, პოლიტიკოსს ჩაიში საწამლავი გაურიეს და მოწამლეს, მისი პირადი ექიმი კი აცხადებს, რომ ალექსეი ნავალვის ალერგია არასდროს არაფერზე ჰქონია:

ალექსეი ნავალნი ცუდად თვითმფრინავში, ტომსკის აეროპორტიდან გამოფრენის შემდეგ, მალევე გახდა. თვითმფრინავი სასწრაფოდ დაეშვა ომსკში და ოპოზიციონერი საავადმყოფოში, უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. ნავალნის პრეს-სამსახურის უფროსი აცხადებს:  – “ალექსეის ჩაიში რაღაც გაურიეს და მოწამლეს, რადგან ერთადერთი რამ, რაც მას დილიდან ჰქონდა მიღებული, იყო ჩაი. ექიმები ამბობენ, რომ ცხელ სითხეში გარეული საწამლავი ორგანიზმში გაცილებით სწრაფად შეიწოვება“.

ინფორმაციას ალექსეი ნავალნის პირადი ექიმი, ანასტასია ვასილევაც გამოეხმაურა:

ახლა მივფრინავ ომსკში, წინასწარ ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ექიმებთან საუბრის უფლებას არ მაძლევენ, თუმცა ალექსეის ალერგია არასდროს არაფერზე ჰქონია,“ – აცხადებს ანასტასია ვასილევა.

ომსკის კლინიკაში, სადაც პოლიტიკოსია მოთავსებული, მის მდგომარეობას მძიმედ აფასებენ. ქვეყნის მთავარი ოპოზიციონერი რეანიმაციაში იმყოფება და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული,“ – წერს RBC.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...