პარასკევი, ივლისი 4, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიქვეყანაში 4 საყურადღებო წერტილია - ამირან გამყრელიძე

ქვეყანაში 4 საყურადღებო წერტილია – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ამ დროისთვის საქართველოში ეპიდემიოლოგიური კუთხით, რჩება ოთხი საყურადღებო წერტილი.

ამ ეტაპზე ქვეყანაში საყურადღებოდ რჩება ოთხი წერტილი. პირველი – მესტია, სადაც სერიოზული სამუშაოები ტარდება, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებულია გაფართოებული 3009 ტესტირება და ჯამში ამ კლასტერიდან დადასტურებულია 49 ინფიცირების შემთხვევა, საიდანაც 29 დადასტურდა სვანეთში, 20 სხვადასხვა მხარეს, კონტაქტები.

მეორე – ყაზბეგი, სადაც სულ 14 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. 4 ადამიანი წარმოადგენს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს დანარჩენი მათ კონტაქტებს.

მესამე – ქობულეთი და კაფე “ჰავანა”, საიდანაც ინფიცირებულია 5 ადამიანი.

მეოთხე -გარდაბანი, ყალაჯარალა, რომელიც გარკვეულწილად საყურადღებო წერტილად რჩება და სიტუაციას ართულებს ის ფაქტი, რომ მოსახლეობის მხრიდან დამყოლობა არ არის. რეგიონი ახლოს არის თბილისთან და ვაკეთებთ ყველაფერს, იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ვირუსის თბილისში გავრცელება.

მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ და გავითვალისწინოთ რეგულაციები, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა გაზრდილია ტურისტული სეზონი. ჩვენ უნდა შევძლოთ და ავირიდოთ თავიდან ვირუსის გავრცელება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ გავცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 10 ადამიანის ინფიცირების წყარო უცნობია, შესაბამისად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ და ყველა ჟესტი, სიტყვა თუ ქმედება ამ ბრძოლის ნაწილად აღიქმება” –...

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს შეხვდა

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, არსენიო...

“რუსეთის ჩვენზე თავდასხმის წლისთავისთვის, პროვინციალური ტირანია ამზადებს დიდ ღალატს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნებს: "ის, ვინც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“გახარია გაიქცა, სალომე თავისუფალია!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ბონდო მძინარაშვილის ირონიული...