პარასკევი, მარტი 14, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიქვეყნის განვითარების კურსი საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია - დერეკ...

ქვეყნის განვითარების კურსი საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია – დერეკ მიტჩელი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტი ვიდეო-მიმართვას ავრცელებს და საქართველოში წინასაარჩევნოდ ჩატარებული დაკვირვებების მიხედვით, სხვადასხვა მიგნებებზე საუბრობს. დერეკ მიტჩელი საქართველოს სთავაზობს კონკრეტულ რეგულაციებს, რომლებიც არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებასა და შედეგების ლეგიტიმურობას ხელს შეუწყობს:

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ჩემი ხელმძღვანელობით, NDI-ს დელეგაცია საქართველოს მთავრობის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, რათა წინასაარჩევნო გარემო შეესწავლა. დღეს NDI დელეგაციის ანგარიშის მთავარ მიგნებებს აქვეყნებს:

NDI-ს დაკვირვებით, დამოუკიდებლობის თითქმის 30 წლის განმავლობაში, საქართველომ დაამტკიცა, რომ მას სანდო არჩევნების ჩატარების ტექნიკური შესაძლებლობები აქვს. ასევე, ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად და გზა გაუხსნა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას.

მოქალაქეებს მაღალი მოლოდინი აქვთ, რომ წლევანდელი არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება. თუმცა, ბოლო რეფორმების მიუხედავად, რამდენიმე საკითხი კვლავ რჩება შეშფოთების საგნად.

შემდგომი რეფორმების გარეშე, პოლარიზაცია და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება. ეს, თავის მხრივ, ქვეყანას გარე ჩარევების მიმართ უფრო მოწყვლადს გახდის. მონაწილე მხარეებმა პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინონ და საარჩევნო პროცესის სამართლიანობა პარტიულ ინტერესებზე წინ დააყენონ.

საბოლოო ჯამში, ქვეყნის განვითარების კურსი საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია. ჩვენ საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებების მხარდამჭერებად ვრჩებით.

წინამდებარე რეკომენდაციებს სწორედ ამ სულისკვეთებით გთავაზობთ:

  • არჩევნებში ჩართულმა ყველა მხარეს დროულად და მიუკერძოებლად უნდა აღასრულოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა კანონი და რეგულაცია;
  • არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციებს საშუალება უნდა მიეცეთ, ჩარევისა და დაშინების გარეშე შეასრულონ საკუთარი საქმე;
  • პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული საარჩევნო პროგრამები უნდა შეიმუშაონ;
  • კამპანიის მონაწილეებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის პარტიათაშორის თანამშრომლობას ან პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას შეამცირებს;
  • პარტიებმა უნდა შეიმუშაონ ინკლუზიური პროგრამები, სადაც ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული. ასევე უნდა მოხდეს მათი კანდიდატების სიაში ჩართვა;
  • პარტიებმა და კანდიდატებმა თანასწორობის იდეის მხარდამჭერი და დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები უნდა აკეთონ;
  • მედიასაშუალებებს და ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ საკუთარი ლეგიტიმური უფლებები მთავრობის ჩარევისა და შევიწროების გარეშე განახორციელონ;
  • ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს მუქარისაგან ან ისეთი ნაბიჯებისაგან, რაც შესაძლოა მედიის საქმიანობაში პოლიტიკურად მოტივირებულ ჩარევად იქნას აღქმული;
  • ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით, ფეისბუქმა, იუთუბმა და სხვა ონლაინ პლათფორმებმა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან უნდა ითანამშრომლონ;
  • ფეისბუქმა დროულად უნდა უპასუხოს ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ წამოჭრილ საკითხებს, რაც კოორდინირებულ არაავთენტურ ქმედებებს უკავშირდება. ასევე აღკვეთოს მიკროტარგეტირება და გააუმჯობესოს ფაქტების გადამოწმების აღმნიშვნელი იარლიყების სისტემა.

NDI ამაყობს ქართველებთან თანამშრომლობით, რაც გამჭვირვალე და ინკლუზიური დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერას ეფუძნება.

ჩვენ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს გავაგრძელებთ და არჩევნების ჩატარების პროცესს ყურადღებით დავაკვირდებით,“ – აცხადებს დერეკ მიტჩელი.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უნივერსიტეტი უნდა ემსახურებოდეს სტუდენტს და არა პირიქით” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის...

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“5 მიზეზი, რატომაა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე საუბარი მნიშვნელოვანი” – ზურაბ ჭიაბერაშვილი

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პოლიტიკური შეფასებებისას...

კახა კალაძე ოპოზიციაზე: “ისინი დარწმუნებულები არიან, რომ თვითმმართველობის არჩევნებში განწირულნი არიან მარცხისთვის”

თბილისის მერის განცხადებით, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არანაირი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...