შაბათი, ივლისი 5, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 1351-ს მიაღწია. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით 1 ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია, 2 ინფიცირების წყაროს დასადგენად კი მოკვლევა გრძელდება.

დაგვემატა 10 ახალი დადასტურებული შემთხვევა და არის შემდეგი განაწილება:

10 დადასტურებული შემთხვევიდან 1 პაციენტის წყარო ლენჯერია, 1 პაციენტის წყარო ქობულეთი, ბარი „ჰავანა”. ერთი პაციენტის წყარო დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. 4 შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია, 2 ინფიცირებულის წყაროს დასადგენად მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კოვიდცენტრებში სულ 256 კორონავირუსით ინფიცირებული მკურნალობს. აქედან, 6 კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაშია.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული 34 პაციენტი მკურნალობს, მათგან 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...