სამშაბათი, ივნისი 17, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაციასაქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა "სტრატეგია აღმაშენებლის" პრიორიტეტია -...

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა “სტრატეგია აღმაშენებლის” პრიორიტეტია – “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და მისი გუნდის წევრებმა აფხაზეთში ომის დაწყების 28-ე წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალი მოინახულეს და გვირგვინით შეამკეს.

პოლიტიკური პლატფორმის ლიდერებმა აქცენტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სტრატეგიაზე გააკეთეს:

პირველ რიგში, დიდება გმირებს, ადამიანებს ვინც საქართველოს ღირსება დაიცვეს!

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც უპირობოდ იქნება აღდგენილი, აღმშენებლობაზე გადის. ამიტომ ქვეყანაში აღმშენებლობის პროცესი უნდა დავიწყოთ იმისათვის, რომ ტერიტორიები დავიბრუნოთ, საქართველო გავაერთიანოთ, დევნილები საკუთარ საცხოვრებელში დავაბრუნოთ.

დევნილებსა და ვეტერანებს, რომლებიც სამშობლოსთვის იბრძოდნენ, ფაქტობრივად, ყურადღება აქ ექცევათ. ამ გმირების ოჯახები მიტოვებულები არიან, რაც, რა თქმა უნდა, უზარმაზარ პრობლემებს ქმნის ქვეყანაში პატრიოტული მუხტის გაღვივებასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ ვამბობ, აღმშენებლობა, აღმშენებლობა და აღმშენებლობა, რომელიც მთლიან, ძლიერ, ყველა მოქალაქისათვის ღირსეულ საქართველოს მოგვიტანს!“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამ გმირების დიდებით და მათი ხსოვნის არდავიწყებით შევძლებთ, რომ აფხაზეთში დავბრუნდეთ, დავიბრუნოთ ის ხალხი, რომელიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აფხაზებთან შერიგების პროცესი დაიწყოს და საქართველო გამთლიანდეს, მოხდეს ინტეგრაცია,“ – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ ოჯახების ხსოვნა და დაფასება, ვინც საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა. ეს არის „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრიორიტეტი. ჩვენ ამ ხაზს ვაგრძელებთ და ასე იქნება მაშინაც, როცა ხელისუფლებაში მოვალთ,“ – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ კი ვიცით, რაც არის ამის მიზეზი, თუმცა არაერთხელ განვმარტეთ, რომ საქართველოს ინტერესები არ...

„არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ინტერესები არ...

“მათე და ყველა სინდისის პატიმარი აუცილებლად იქნებიან თავისუფლები!” – გიორგი ვაშაძე

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძის საქმეზე სასამართლომ განაჩენი...

“ამაზე უფრო ბინძური სიტყვა ვიდრე “უსამშობლოა” არც კი მსმენია!!!” – თაკო ჩარკვიანი

“ქართული ოცნების” ლიდერების – მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

პაატა მანჯგალაძე: “მათე დევიძე – სიმბოლო იმისა, რისიც ეშინია სისტემას”

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...