შაბათი, მარტი 14, 2026
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდანაშაული და სასჯელიხარაგაულში ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულია 44...

ხარაგაულში ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულია 44 წლის მამაკაცი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფელ ხუნევში სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს 44 წლის მამაკაცი, რომელსაც საკუთარ ავტომობილში 48 შეკვრა, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და ხარაგაულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული რ.ჯ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა რ.ჯ. იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევთან, ავტომანქანით გადაადგილდებოდა. პოლიციამ, დაკავებულის ავტომობილისა და პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო 48 შეკვრა დაფასოებული, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ავტორი
თამუნა მახარაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე თქვენ მარტო ბრძოლაში კი არა, გლოვაშიც მეხიდებით” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედის, ეკა კუპატაძის მიერ, 10 მარტის სასამართლო სხდომის...

“მინდა, კიდევ ერთხელ გავახსენო მავანს ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც ერისკაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს...

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას მიესალმება და ემოციურ შეფასებებს აკეთებს...

“ქართული ოცნებისთვის” ეუთო-ს ეს ანგარიში დიდი უბედურებაა” – გია ჯაფარიძე

ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე, ეუთოს საგამოძიებო...

“შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქართული “მართლმსაჯულების” სისტემა ერთერთი ყველაზე უფრო სამარცხვინო მოვლენაა არა მხოლოდ...

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნიკოლოზ ვაშაკიძის პოზიცია-შეფასებები: "შეიძლება თამამად...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პასუხი კითხვაზე – რატომ გეძახიან რუსეთუმეს, გაცემულია” – ლელა ჯეჯელავა ნინო ნადირაძეს

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტული ფაქტების შეხსენებით, ემოციური შეფასება-განმარტებებით და...

“ქართული ოცნებისთვის” ეუთო-ს ეს ანგარიში დიდი უბედურებაა” – გია ჯაფარიძე

ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე, ეუთოს საგამოძიებო...

“ხელისუფლების მომხრეთა თვითდარწმუნება ბიძინას უცთომელობაში ისეთ სიმაღლეებზეა უკვე გასული, რომ ყველაფერს ირწმუნებენ” – დავით...

ყულევის ტერმინალის საკითხთან დაკავშირებით დაფიქსირებულ პოზიციციებს კონკრეტული განმარტებებით და...

მიხეილ სააკაშვილი: “ტრამპი მაგრად უსრულებს პუტინს…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ბოლო პერიოდში მომხდარ გეოპოლიტიკურ...

“იმედია, როცა მიშას სიტყვის დრო მოვა, ისეთი ხმამაღალი იქნება, რომ გავიგებთ” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველოს მე-3 პრეზიდენტის,...