სამშაბათი, აპრილი 29, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდაანონსებული სახელფასო ზრდა ბაგა-ბაღებში, პრემიერ გახარიას ცრუპენტელობაა -...

დაანონსებული სახელფასო ზრდა ბაგა-ბაღებში, პრემიერ გახარიას ცრუპენტელობაა – ნანა ტოხვაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელის ნანა ტოხვაძის განცხადებით „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის მიხედვით საბავშვო ბაღებში ანაზღაურება 100 ლარით უნდა გაზრდილიყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ხელფასი 100 ლარით კი არა, არამედ ანაზღაურების 10-15%-ით ხდება და ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15.0 მლნ ლარამდე იყო გამოყოფილი. ტოხვაძის თქმით, აღნიშნული ხელფასის მატება მხოლოდ თბილისის ბაღებში სრულ განაკვეთზე დასაქმებულებს შეეხებათ და მისთვის გაურკვეველია თუ რატომ არ იმსახურებს სხვა ქალაქების საბავშვო ბაღების თანამშრომლები ხელფასის გაზრდას:

პრემიერ გახარიას ცრუპენტელობა და დაანონსებული სახელფასო ზრდა ერთი პრობლემაა, მაგრამ კიდევ უფრო მწვავე საკითხია ის, თუ სად წავიდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები?! „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ: „2020 წლის 1 სექტემბრიდან 100 ლარით გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ანაზღაურება (მასწავლებლები, აღმზრდელები და სხვა, 32 ათასზე მეტი მოქალაქე), რაზედაც მიიმართება 15.0 მლნ ლარამდე;

როგორც ირკევა, მხოლოდ თბილისის ბაღებში სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა ხელფასები იზრდება და ისიც, არა 100 ლარით, არამედ 10 – 15%-ით.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბიუჯეტი წლის დასაწყისში დაგეგმეს და სექტემბერში არა მხოლოდ აღმზრდელები, არამედ ბაღებში დასაქმებული დანარჩენი 10800 თანამშრომელიც გაზრდილ თანხას მიიღებს. ნუთუ ასეთ დამოკიდებულებას იმსახურებენ აღმზრდელ-პედაგოგები, რომ ყოველ ჯერზე მორჩილად ჩაყლაპონ ხელისუფლების მორიგი ტყუილი და დაცინვა საბავშვო ბაღების თანამშრომლების მისამართით.

მოვითხოვთ, კეთილი ინებოს პრემიერ-მინისტრმა გახარიამ და განუმარტოს ბათუმის, ზუგდიდის, თელავის თუ სხვა ქალაქების საბავშვო ბაღების თანამშრომლებს თუ რატომ არ იმსახურებენ გაზრდილ ხელფასს ან როდემდე უნდა იყვნენ მთავრობის ცრუპენტელობის მსხვერპლნი“, – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დაუჯერებელია, რამდენი ადამიანი დამეხმარეთ, რამდენი უცნობი ადამიანი დაიხარჯეთ და მგულშემატკივრობთ, თურმე… როგორ არ უნდა...

პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერს, ხათუნა სამნიძეს საზოგადოების...

“უკრაინამ დააფიქსირა თავისი პრინციპული, ურყევი პოზიცია და წითელი ხაზები რუსეთთან” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“უპირველეს ყოვლისა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამშობლო” – კახა კალაძე ვილიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე

„ერთადერთი ხელისუფლება ვართ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...