შაბათი, აპრილი 20, 2024

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში სვანეთიდან 9 პაციენტი გადმოიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული 9 ახალი პაციენტი დაემატა. როგორც კლინიკის მთავარი ექიმი თეიმურაზ ნადირაძე აცხადებს, ცხრავე პაციენტი ე.წ. სვანეთის კლასტერიდანაა. პაციენტები ამ დროისთვის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან და მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ:

9 პაციენტი გადმოიყვანეს სვანეთიდან, მათგან 4 ბავშვია. ამ დროისთვის, ყველა მათგანს უტარდება გამოკვლევები,” – განაცხადა თეიმურაზ ნადირაძემ.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 12 პაციენტი მკურნალობს, ხოლო 52-მა ვირუსი დაამარცხა.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული