ორშაბათი, ივნისი 30, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებაჩვენ რაც ვნახეთ უაღრესად შთამბეჭდავია - პრემიერის ვიზიტი...

ჩვენ რაც ვნახეთ უაღრესად შთამბეჭდავია – პრემიერის ვიზიტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის და განათლების მინისტრებთან ერთად ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტი დაათვალიერა. წელს ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტებს მათემატიკის, მენეჯმენტის და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებზე მიიღებს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე 1000-მდე სტუდენტის მომსახურების შესაძლებლობა აქვთ.

პრემიერ-მინისტრმა პროექტს შთამბეჭდავი უწოდა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

ეს არის კარგი მაგალითი ნულიდან დაიწყო ყველაფერი. აქ იყო ჭაობა და ეს, რასაც ახლა ვხედავთ, უაღრესად შთამბეჭდავია. დღეის მდგომარეობით ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროექტი.

კარგად ვიცით, ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგზარდები, თუმცა დღევანდელ რეალობაში მხოლოდ ნიჭი არ არის საკმარისი, ჩვენ გვჭირდება თანამედროვე ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურა. ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ხვალინდელ გლობალურ გამოწვევას გაუძლონ ჩვენმა ახალგაზრდებმა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მთლიანად კერძო ინვესტიციაა და ამ პროექტისთვის ქართუ ბანკმა მილიარდი ევრო გამოყო.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია როგორც შიმშილობაზენ, ასევე პოლიტიკურ ამოცანებზე” – ელენე ხოშტარია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ელენე ხოშტარია, განმარტებებს აკეთებს შიმშილობის დაწყებასთან...

გიორგი ვაშაძე: “მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში დიდ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

მიხეილ სააკაშვილი: “ევროპამ საბოლოოდ გაიღვიძა!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები გეოპოლიტიკურ სიახლეებზე: "კატასტროფული...

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ორგანიზატორებმა გვითხარით, სეირნობას აპირებთ თუ განგრძობად აქციას?” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტ,...