სამშაბათი, აპრილი 29, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითუ რამდენიმე რეგიონში მსგავსი სიტუაცია გვექნება, რესურსი უბრალოდ...

თუ რამდენიმე რეგიონში მსგავსი სიტუაცია გვექნება, რესურსი უბრალოდ აღარ გვეყოფა – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მესტიაში კორონავირუსის გავრცელება ერთ კერასთან არის დაკავშირებული. მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია უსაფრთხოების ყველა წესი დაიცვას თითოეულმა მოქალაქემ:

30 შემთხვევა დაკავშირებული ერთ კერასთან. ეს არის ძალიან ბევრი. ამიტომ ის ღონისძიებები, რაც გატარდა მესტიის მუნიციპალიტეტში იყო ძალიან ოპერატიულად იყო, ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მაქსიმალურად მომხდარიყო შეკავება. მაგრამ ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ თუ ასეთი ქვეყანაში რამდენიმე წერტილში გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება. არცერთი რესურსი იმას არ ეყოფა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში მსგავსი ღონისძიებები გატარდეს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, კორონავირუსის მაღალი რისკის გამო მესტიის მუნიციპალიტეტი 10 აგვისტოს ჩაიკეტა. სოფელ ლენჯერში ჩასულმა ერთ-ერთმა პირმა სხვა 16 პირი დააინფიცირა. მუნიციპალიტეტში ამ დრომდე ტარდება ტესტირებები, ტურისტები საკარანტინე სივრცეებში გადაიყვანეს და აფთიაქების, სასურსათო მაღაზიების, ბანკებისა და ღია კვების ობიექტების გარდა, ყველა დაწესებულება დახურულია. ამ კლასტერიდან სულ ჯამში უკვე 30 ადამიანია ინფიცირებული.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყურადღება გადაგვატანინეს სხვა რამეზე, პროტესტს დავუბრუნდეთ” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, დიპლომატი, მეცნიერი გია ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან...

“კი, ივანიშვილი პოტენციურად მკისრებელია” – მურმან დუმბაძე

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის შესაძლო დაგეგმილ მკვლელობასთან...

“როცა შეუძლია, რომ პატიმრის ოჯახზე ილაპარაკოს ისე, როგორც ილაპარაკეს, ეს არის არაკაცობა და მეტი...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...