სამშაბათი, აპრილი 29, 2025
7.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალითამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

როგორც ცნობილია, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა, შემდეგ კი  თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამის განცხადებით, თვითმკვლელობის ვერსია მცდარია, არ სჯერა გამოძიების ვერსიის და მოითხოვს, რომ სიმართლე დადგინდეს:

ეს თვითმკვლელობის თემა უნდა დავივიწყოთ, გამორიცხულია. ადამიანს, რომელსაც ოჯახში პრობლემა არ აქვს, ყველაფერი აქვს, არის სიცოცხლით სავსე და საზღვარგარეთ წასვლას აპირებს. ვეკითხებოდი, არაფერს არ იძახდა – თამუნა, რა მოგდის შვილო, ვიღაც ხომ არ გაშანტაჟებს, ან ხომ არ გაშინებს. ტიროდა და არაფერს არ მეუბნებოდა. ეტყობა შიშის ქვეშ იყო. სანამ არ გავიგებ, ალბათ აი იქ მოვკვდები,” – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

საქმესთან დაკავშირებით, დღეს ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა:

მთელი ლეპტოპი არის აბსოლუტურად გაუბედურებული, წაშლილია ყველაფერი და ეს არის პირდაპირ მიმართება იმისკენ, რომ ამათ გადაწყვეტილი აქვთ, არანაირი საქმე არ გამოიძიონ და პირდაპირ ამყარებს იმ ინფორმაციას, აშკარად ხელს აფარებენ ამ ბავშვის მიერ იმ ინფორმაციის ფლობას და იმ მკვლელობას რაც მის მიმართ იყო გამოყენებული. მათ პირდაპირ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული, რომ გამოძიება არ ჩატარდეს და არანაირი ჯგუფი არ გამოვლინდეს ვინც მკვლელობა ჩაიდინა“.

თავისი პოზიცია დააფიქსირა თამარ ბაჩალიაშვილის დედამაც:

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შსს-ს მიერ იქნა მიგზავნილი ბაჩანა ლობჟანიძე, რათა გაეტყუებინა სახლიდან ჩემი შვილი. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში მე დავაყენე ბაჩანას ფსიქიკური პრობლემების საკითხი და მივიღე პირობა რომ გადაამოწმებენ,“ – აღნიშნავს თეონა თამაზაშვილი.

შსს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შუალედურ ინფორმაციას ავრცელებს. გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბაჩალიაშვილი საკუთარ კომპიუტერში გაუჩინარებამდე სუიციდის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტში ეძებდა.

ავტორი
თამუნა მახარაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რატომ დადიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ ქელეხებში?” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პოლიტიკური ირონიით ახდენს კონკრეტულ მინიშნებას: "რატომ დადიან...

“ჩემი ეს უსტარი პირდაპირ ადრესატთან მივა და მერე არ გავიგო თქვენი “არარუშულკანონის” მხარეს მორიგ...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“მოვიშორებთ მოძალადე რეჟიმს და დავბრუნდებით ევროპაში როგორც თავისუფალი და ძლიერი ერი!” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე "ქართული ოცნების" ლიდერების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...