ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
5.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ მოატყუა საზოგადოება - სალომე...

“ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ მოატყუა საზოგადოება – სალომე სამადაშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა აშშ-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე მმართველი გუნდის შეფასებები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მოქალაქეებს მოატყუა, როდესაც უთხრა, რომ სტრატეგიული პარტნიორის განცხადება საგანგაშო ხასიათს არ ატარებს და შეშფოთების მიზეზი არ არსებობს. მმართველი გუნდის ოპონენტი, აღნიშნავს, რომ შტატები აქტიურად დააკვირდება 2020 წლის არჩევნებს საქართველოში:

ჩვენ გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ გამოქვეყნებულ ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ თავდაცვის ავტორიზაციის აქტის საბოლოო დოკუმენტის ვერსიას. მსურს განვაცხადო, რომ კიდევ ერთხელ და ძალიან ურცხვად მოატყუა საზოგადოება “ქართულმა ოცნებამ”, როდესაც განაცხადა, რომ ამ აქტში არ არის გამოხატული არანაირი შეშფოთება ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რაც შეეხება კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას.

მსურს ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში პირველად, გუშინ გამოქვეყნებულ დოკუმენტში შავით თეთრზე წერია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება საქართველოს საკუთარი სუვერენიტეტის გამტკიცებასა და მათ შორის, თავდაცვის სფეროში შესაძლებლობების განვითარებაში, მაგრამ ამის პარალელურად ითხოვს, რომ უახლოესი 180 დღის განმავლობაში სახელწიფო დეპარტამენტმა წარადგინოს ანგარიში ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რაც შეეხება ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას.

ეს გზავნილი ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მოახლოებულ არჩევნებს დააკვირდება ისეთი ყურადღებით, როგორითაც არ დაკვირვებია არცერთ არჩევნებს დღემდე და პასუხისმგებლობა არჩევნების გაყალბებაზე, არჩევნებში უკანონო ქმედებებზე დაეკისრება ყველა იმ ადამიანს ვინც ამაში მიიღებს მონაწილეობას,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შესწორება შეიტანა და პირველად საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ისტორიაში, ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანმა პარტნიორმა გარკვეულ პირობები დააწესა.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რუსთაველის გამზირზე დგომა ჩემი კონსტიტუციური უფლებაა. პრინციპული პოზიციაა, რომ არ გადავიხდი ამ ჯარიმებს” –...

“იმის თქმა, რომ ანწუხელიძე გმირია, საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, საქართველოს...

“ქართველი ხალხის მოთხოვნა არის ის პოლიტიკა, რასაც დღეს “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ატარებს”...

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება ზედმიწევნით...

“უკრაინამ დააფიქსირა თავისი პრინციპული, ურყევი პოზიცია და წითელი ხაზები რუსეთთან” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“კი, ივანიშვილი პოტენციურად მკისრებელია” – მურმან დუმბაძე

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის შესაძლო დაგეგმილ მკვლელობასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...