spot_img
მთავარისხვადასხვა"დამსხვრეული ოცნების" პარტია ვერც 250000 დაკარგულ სამსახურს და...

“დამსხვრეული ოცნების” პარტია ვერც 250000 დაკარგულ სამსახურს და ვერც აშშ-ის დაკარგულ ნდობას გადაფარავს ამ დაპირებებით – სერგო ჩიხლაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე საქართველოს მთავრობის დღევანდელ დაპირებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ “დამსხვრეული ოცნებების” პარტია ძველი დაპირებებისა და გამოყოფილი ფულით ახალ დაპირებებს გასცემენ. ექსპერტის თქმით ეს დახმარებები ვერ უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანას და არის მცდელობა გადაიფაროს ნეგატიური მოვლენები, რომელიც დაკავშირებულია ამერიკის თავდაცვის აქტთან:

გახარიას დღევანდელი დაპირებები არის მცდელობა, ერთი მხრივ გადაიფაროს ის ნეგატიური მოვლენები, რაც დაკავშირებულია ამერიკის თავდაცვის აქტთან და იმ სავარაუდო სანქციებთან, რომელიც შეიძლება დაუწესდეს საქართველოს ან პოზიტივით გადაიფაროს ეს ნეგატივი და მეორე, რაც მნიშვნელოვანია ადრე დაანონსებული და გამოყოფილი 400 მილიონი ლარი იგივე 200 ლარიანი, 300 ლარიანი დახმარებები, რომელიც უნდა გაეცა “დამსხვრეული ოცნებების” მთავრობას, მათ ეს არ გააკეთეს და აქედან დახარჯულია მხოლოდ 69 მილიონი ლარი.

ფაქტობივრად ისევე ძველი დაპირების და გამოყოფილი ფულით ისინი ახალ დაპირებებს გასცემენ. ეს ძალიან ჰგავს იმ დაპირებას, რომელიც იყო იგივე ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით, როდესაც მილიარდ ნახევარი ლარი იყო დაპირებული, რომელიც დაიხარჯებოდა, ჩამოიწერებოდა. რეალურად „ქართუ ბანკმა“ რამდენიმე 10 მილიონი ლარი დახარჯა, ანუ ეს არის იგივე ცრუ დაპირებები, რომლებიც მათ ჰქონდათ ადრე და ახლაც იგივე დაპირებებს აკეთებენ და ეს მაშინ, როდესაც რეალურად იმ დაპირებული 200-300 ლარიანი დახმარება ძალიან ბევრ ადამიანს არ აუღია, ვინც სამსახური დაკარგა, ვინც მცირე ბიზნესის წარმომადგენელი იყო და ბიზნესი ჩამოეშალა, გაუკოტრდა. სულ არაფერს ჯობს, მაგრამ თვითდასაქმებულთათვის მხოლოდ 300 ლარის ანაზღაურება ვერ დაფარავს იმ ზარალს საქართველოში, რომელიც მცირე ბიზნესს მიადგა. ეს არის უბრალოდ ზღვაში წვეთი და ბევრი მათგანისთვის უკვე გვიანი, მათ უწევდათ ბიზნესის დახურვა მთავრობის მხარდაჭერის არ არსებობის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მოქალაქეების ენერგეტიკული ხარჯების ნაწილობრივ დაფარვას, ამ ნაწილში კრიზისიდან დაკარგული 250,000 სამუშაო ადგილისთვის ნაწილობრივ ანაზღაურებაც კი არ ხდება. ხალხისთვის რამდენიმე ლარის მიცემა ვერ დაფარავს ხელისუფლების წარუმატებელ ეკონომიკურ მართვას, არა მხოლოდ ამ კრიზისში, არამედ მათ წარუმატებლობას ბოლო 8 წლის განმავლობაში, რამაც გააღარიბა ქვეყანა და მოქალაქეები.

„დამსხვრეული ოცნების“ პარტიამ ზიანი მიაყენა ჩვენს ეკონომიკას, მცირე გრანტებით ამ ზარალის კომპენსირება ვერ მოხდება. საქართველოს სჭირდება თავისი ეკონომიკის აღდგენა და სერიოზული სტრატეგია სიღარიბის და უმუშევრობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ოფიციალური მონაცემებიდან 250000 ადამიანამდე თვითდასაქმებულმა თუ დასაქმებულმა დაკარგა სამუშაო ადგილები და ამ ადამიანებისთვის რეალურად არაფერი გაკეთებულა და ახლა ვისმენთ ახალ დაპირებებს, რომელიც არის მორიგი ცრუ დაპირება და გადაფარვა დღევანდელი იმ მოვლენებისა, რომელიც ამერიკის მხრიდან საქართველოში მხარდაჭერის შეჩერებას შეეხება,” – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

აღნიშნულ კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...