პარასკევი, აგვისტო 1, 2025
33.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებითამარ ბაჩალიაშვილს მიაყენეს მძიმე შეურაცხყოფა, დააბრალეს დანაშაული და...

თამარ ბაჩალიაშვილს მიაყენეს მძიმე შეურაცხყოფა, დააბრალეს დანაშაული და თქვეს, რომ მან ბერას კომპიუტერში შეაღწია… – მამუკა მდინარაძე

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამორალურია, როდესაც ადამიანურ ტრაგედიასთან დაკავშირებით მოგონილ ამბებს პოლიტიკური რევანშისათვის იყენებენ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ასევე განმარტავს, რომ ოპოზიციას არც ახალგაზრდები ადარდებთ, არც გამოძიების შედეგები. მიზანი – რევანში, სამიზნე კი ისევ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახია:

არაფერი შეიძლება იყოს ისეთი ამორალური, როგორც ადამიანურ ტრაგედიასთან დაკავშირებით მოგონილი ამბების გამოყენება პოლიტიკური რევანშისთვის!

ჯერ ახალგაზრდა, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმის დაკავშირება სცადეს ბიძინა ივანიშვილთან და ყველაზე წმინდას – ოჯახს, შვილს მიადგნენ… რა თქმა უნდა უშედეგოდ – მალევე გაიშიფრნენ.

ახლა, ოღონდ იგივე გაიმეორონ და ასევე გარდაცვლილ ადამიანს, თამარ ბაჩალიაშვილს მიაყენეს მძიმე შეურაცხყოფა, – დააბრალეს დანაშაული და თქვეს, რომ მან ბერას კომპიუტერში შეაღწია…

სხვა მიზანი არასდროს ჰქონიათ. არც ახალგაზრდები ადარდებთ, არც გამოძიების შედეგები. მიზანი – რევანში, სამიზნე კი ისევ ბიძინა ივანიშვილია.

აქამდე არ ინდობდნენ ცოცხლებს და ათას საშინელებას აბრალებდნენ, ახლა უკვე გარდაცვლილებსაც აღარ ერიდებიან.

მორალურ სტანდარტებზე საუბარსაც თავი რომ დავანებოთ,

ისეთ პრიმიტიულ ვერსიებს და სპეკულაციებს სთავაზობენ ხალხს, რომ ჩანს, ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ ქართულ საზოგადოებაზე და ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების გონებრივ შესაძლებლობებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ასე არ მოიქცეოდნენ.

აბსოლუტურად ყველას ვალია, საზოგადოების, თითოეული მოქალაქის და პირველ რიგში ჩვენი, ხელისუფლების, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად შევამციროთ მსგავსი შემთხვევების რისკები, ძალადობა, ქუჩის დანაშაულები და ა. შ.(მომხდარ შემთხვევებს, რა თქმა უნდა, სრულყოფილი გამოძიება სჭირდება, რაც კეთდება კიდეც), მეორე მხრივ კი ტყუილი და სპეკულაცია, განსაკუთრებით ასეთ თემებზე, უნდა იყოს უდიდესი სირცხვილი და საზოგადოების უმწვავესი რეაქციით ფასდებოდეს…“, – წერს მამუკა მდინარაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მოაშორეთ პროვოკატორები ქვეყანას!!! მოაშორეთ, სანამ სერიოზულ პროვოკაციაზე არ წამოგვაგეს!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ვისაც მიგაჩნიათ, რომ 2012 წელს სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა თქვენი “ღვაწლის” შედეგია და ახლა ივანიშვილის...

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას ზოგად-პერსონალური მინიშნებები: "ვისაც მიგაჩნიათ, რომ 2012 წელს...

“ერთხელაც დავწერ ერთობაზე, რადგან ყველა ამაზე ალაპარაკდა” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, დეტალურად აღწერს და...

“დღეს პოლიციელები ხალხისთვის არიან ყველაზე საძულველი ჯგუფი თუ დაჯგუფება” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია პოლიციელებთან დაკავშირებით მძიმე შეფასებებს აკეთებს: "დღეს პოლიციელები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...