spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე 2 კოვიდინფიცირებული გვყავდა...

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე 2 კოვიდინფიცირებული გვყავდა – ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით წლევანდელ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინფიცირებული აბიტურიენტების 2 ფაქტი გამოვლინდა. მისი თქმით განსაკუთრებით საყურადღებო სწორედ გამოცდები იყო, რადგან იქ ყოველდღიურად ადამიანთა ჯგუფი თავს იყრიდა, თუმცა ეს რთული ეტაპიც დაბრკოლებების გარეშე გადაილახა:

მოგეხსენებათ ერთიანი ეროვნული გამოცდები იყო ყველაზე დიდი თავშეყრა ერთიანად ახალგაზრდების. დაახლოებით 50000-მდე აბიტურიენტმა, მაგისტრანტმა და მასწავლებლობის მსურველებმა ჩააბარეს გამოცდა და კარგი პარტნიორობა შედგა განათლებისა და ჯანდაცვის სექტორების, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრს შორის.

მოგეხსენებათ, რომ ამ გამოცდებზე ჩვენ გვყავდა 2 ინფიცირებული. ერთ აბიტურიენტს ჰქონდა კონტაქტი იმ 10 ადამიანთან ვისთან ერთადაც გამოცდას აბარებდა და ჩვენ დროულად მოვახერხეთ კონტაქტების იზოლირება, მათი კარანტინში გადაყვანა. თვითონ ამ აბიტურიენტსაც შევუწყვეთ ხელი, რომ მას არ დაეკარგა წელიწადი და გამოცდა ჩატარდა საავადმყოფოს პირობებში, მე მას წარმატებას ვუსუვრებ მთელი გულით.

ასევე გვყავდა მე-2 ინფიცირებული აბიტურიენტი, რომელსაც კონტაქტები არ ჰყოლია და ამ შემთხვევაშიც გამოცდა წარმატებით საავადმყოფოს პირობებში ჩატარდა. როგორც მოგახსენეთ, კარანტინში მყოფი აბიტურიენტები გაგვყავდა გამოცდებზე წინასწარი ტესტირების საფუძველზე და გამოცდის წინ თითოეულ მათგანს უტარდებოდა ტესტირება, ასევე ტესტირება უტარდებოდა მას, ვისაც გამოცდამდე სიცხე უდასტურდებოდა,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როგორ შევაფასოთ “ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენის ფინანსური შედეგები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით? გაიზარდა...

“ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს...

“ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ, კარგად გაითვალისწინოს ყველამ!” – მეუფე იაკობი

"ერთი საქართველო, ძლიერი საქართველო ვაშენოთ", - ამაზე გაამახვილა ყურადღება...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...