spot_img
მთავარისხვადასხვაბოდიშს ვიხდი ჭავჭავაძის გამზირის გამო - კახა კალაძე

ბოდიშს ვიხდი ჭავჭავაძის გამზირის გამო – კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომა დღეს ჭავჭავაძის გამზირზე მუდმივად მოსირაულე მძღოლებისთვის ბოდიშის მოხდით დაიწყო. კახა კალაძის თქმით, გამზირზე სატრანპორტო მოძრაობის ამგვარად მოწყობა მისი პირადი ახირება არ არის, არამედ უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციაა და იგი დარწმუნებულია, რომ მომავალში ახალი სქემა გამართლებული იქნება:

მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ავტომობილის მძღოლს, ვინც კონკრეტულ ამ დღეს გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე და მის მიმდებარე ქუჩებზე და მას მოუწია გარკვეული დროით საცობში დგომა. ადამიანურად, ნამდვილად მესმის თქვენი, მეც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ვარ, მეც ჩვეულებრივ ვმართავ ავტომობილს და გადავაადგილდები ყოველდღიურად ქალაქში და რა თქმა უნდა, თქვენ ადგილზე, მეც იგივე განწყობა და დამოკიდებულება მექნებოდა და აბსოლუტურად მესმის თითოეული თქვენგანის.

ვინმემ არ მინდა იფიქროს, რომ ეს არის რაღაც ჩემი ახირება ან ხუშტური, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ბევრ ქალაქში ვარ ნამყოფი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში 10 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი და მაქვს ამბიცია და რა თქმა უნდა, მინდა, რომ ყველაფერი საუკეთესო, რაც განვითარებულ, ევროპულ ქალაქებშია გაკეთებული, ჩემს ქალაქშიც ანალოგიური პროექტები იქნას განხორციელებული,” – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...