პარასკევი, აგვისტო 1, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმე დავინახე ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც ორი წლის განმავლობაში...

მე დავინახე ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც ორი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდი და რამდენჯერ გამარჯობა ვუთხარი, იმდენჯერ “პროექტიო” – მიპასუხა – თაკო ჩარკვიანი

პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯომარე თაკო ჩარკვიანი გიორგი ვაშაძის შესახებ აღნიშნავს, რომ მსგავსი რეფორმატორი და პრაქტიკოსი პოლიტიკოსი არ უნახავს, რომელმაც უკვე დაანახა საზოგადოებას, წინა ხელისუფლების პერიოდში რა ტიპის რეფორმების გატარება შეუძლია. ჩარკვიანი ასევე იხსენებს 2018 წელს, როდესაც გიორგი ვაშაძეზე აღნიშნეს, რომ ის კარგი პრემიერი იქნებოდა:

ჩვენი გაერთიანება ყოველგვარი დაგეგმვის გარეშე მოხდა. უბრალოდ ვიფიქრეთ, რა გვჭირდებოდა – ესაა ახალი, სახელმწიფოებრივად, ეკონომიკურად აშენებული ქვეყანა, რომელიც უბრალოდ არ გვაქვს, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ თავზე ჩამოგვამსხვრია.

მე დავინახე ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც ორი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდი. რამდენჯერ გამარჯობა ვუთხარი, იმდენჯერ „პროექტიო“ – მიპასუხა. მივხვდი, რომ ეს ადამიანი არის მომართული იმისათვის, რომ რაღაც გააკეთოს.

საქართველოს სჭირდება ახალგაზრდა ადამიანი. მიზანმიმართულად, ამოჩემებით, ეს ქვეყანა ფეხზე რომ დააყენოს. მე არ მინახავს მსგავსი პრაქტიკოსი, რეფორმატორი რომელმაც უკვე გვაჩვენა, რა ტიპის რეფორმები გაატარა ყოფილი ხელისუფლების დროს.

ის ადამიანიც მინდა აღვნიშნო, რომელმაც მისცა მას საშუალება, რომ რეფორმები გაეკეთებინა, რადგან ამასაც დიდი ნიჭი სჭირდება. მე მიხარია, რომ 2018 წელსაც, ამ ადამიანმა თქვა, რომ გიორგი ვაშაძე, სავარაუდოდ, კარგი პრემიერი იქნებოდა. შემთხვევითი არაფერი არ ხდება. როდესაც ადამიანი გამოცდილი გყავს რეფორმებში, შენ მას თამამად ასახელებ.

ყველამ ერთად დაინახა, რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც უნდა ვენდოთ. მე მგონია, რომ მან, როგორც ახალგაზრდა ადამიანმა, ახალი სტილი თავად უნდა შემოიტანოს და წარსდგეს თქვენ წინაშე არა როგორც პრემიერი, არამედ – რეფორმატორი და საქართველოს აღმშენებლობის მოსურნე,“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როგორც ჩანს, კახა კალაძე არ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი თბილისის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატურაზე...

“რაცხა ფარცაგია ქოცების თავს, გეუბნებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული ვარაუდები ტელეკომპანია...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...