ორშაბათი, ივნისი 16, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრობას ვაპირებ იმიტომ, რომ არ იყოს...

ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრობას ვაპირებ იმიტომ, რომ არ იყოს არცერთი მშიერი ბავშვი ქვეყანაში – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქალაქ ბათუმში პარტიის ოფისის ფილიალი გახსნა და აღნიშნა, რომ აქვს სტრატეგია როგორ უნდა დაამარცხონ შიმშილი და სიღარიბე ქვეყანაში. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, არცერთი მშიერი ბავშვი არ უნდა იყოს საქართველოში და პრემიერ-მინისტრობას აპირებს იმიტომ, რომ სიღარიბე ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს და დაიწყოს აღმშენებლობის პროცესი.

ჩვენი ერთადერთი მიზანია, არ იყოს არცერთი მშიერი ბავშვი ქვეყანაში, არავის არ უნდა უწევდეს ნაგავსაყრელზე საკვების ძებნა, სწორედ ამიტომ მოვდივართ აღმშენებლობის იდეით, გვაქვს სტრატეგია, როგორ დავიწყოთ აღმშენებლობა და დავამარცხოთ სიღარიბე საქართველოში.

დღეს უმძიმესი მდგომარეობაა, რადგან დამსხვრეული ოცნებების პარტიამ სამწუხაროდ მოატყუა ამომრჩეველი არცერთი დადებული პირობა ამომრჩევლის წინაშე მათ არ შეუსრულებიათ, 2016 წელს მათ თქვეს, რომ 200 ათას სამუშაო ადგილს შექმნიდნენ და პირიქით 45 ათასით შემცირდა სამუშაო ადგილების რაოდენობა, მათ თქვეს, რომ სოციალურად დაუცველებს დაეხმარებოდნენ და მილიონზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად სიღარიბეს და შიმშილს ებრძვის საქართველოში, ეს არის უსამართლობა და ამ უსამართლობის წინააღმდეგ ვაპირებთ ბრძოლას.

როდესაც გუშინწინ განვაცხადე, რომ ვაპირებ გავხდე ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვაპირებ იმიტომ, რომ უნდა დავიწყოთ აღმშენებლობის პროცესი და დავამარცხოთ სიღარიბე ერთხელ და სამუდამოდ,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე ბათუმში პარტიის ოფისის ფილიალის გახსნისას „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის წევრებთან თაკო ჩარკვიანთან, თეონა აქუბარდიასთან, დავით ცეკვავასთან და მომხრეებთან ერთად იმყოფებოდა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცბანდას დაამარცხებს მხოლოდ სახალხო ერთობა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მათე დევიძისთვის...

“ჩვენ კი ვიცით, რაც არის ამის მიზეზი, თუმცა არაერთხელ განვმარტეთ, რომ საქართველოს ინტერესები არ...

„არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ინტერესები არ...

“ეს აღარ არის მხოლოდ პოლიტიკა და ვინ მოგწონს ან ვინ – არა, ეს არის...

პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით და მმართველი...

“დიქტატორი დგას, სანამ ჩვენ ვსხედვართ. როგორც კი ვდგებით, ის ვეღარ დგას და მიდის” –...

დიქტატურის შეფასებას ახდენს "სტრატრეგია აღმაშენებლის" ერთერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...