პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიIV ხელისუფლება"ესაა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია" - ამირან სალუქვაძე...

“ესაა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია” – ამირან სალუქვაძე “მთავარ არხს” უპირისპირდება

ექსპერტმა სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ამირან სალუქვაძემ ,,მთავარი News“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც აზერბაიჯანის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ხელისუფლების სომხეთთან მოკავშირეობას მიუთითებდა, მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ძალაუფლების მოსაპოვებლად ქვეყნის კონფლიქტში ჩათრევა ზღვარგადასული ქმედებაა:

,,ძალაუფლების გამო ასეთ რამეზე არ უნდა წახვიდეთ. მზად ხართ ქვეყანა კონფლიქტში ჩაითრიოთ, მაგრამ არ გამოგივათ. უკვე ყველა ზღვარს გადადიხართ.

მოკლედ:
1. ესაა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია;
2. კარგად დაგეგმილ პროვოკაციას ჰგავს.

სადღაც 4 ჟანგიანი კამაზი, რატომღაც ღიად, დგას და ეს “ინფორმაცია” მყისიერად მიეწოდება აზერბაიჯანულ სკანდალურ სააგენტოს. ასევე მყისიერად ქართული ტელევიზიები აკეთებენ სიუჟეტებს. შემდეგ აჩვენებენ სერბეთში გადაღებულ ფოტოებს. ცუდად დადგმულია. ამას წინათ დავწერე რამდენი კილომეტრია 300 კამაზი. მატარებლით კი, დაახლოებით, 5 ეშელონია საჭირო.

3. ეს სააგენტო და ტვ ალბათ არ არიან ძველი ამბების საქმის კურსში. ჰოდა, ნუ ,,გამოქექავთ”, თორემ ისეთებზე აქვს ხელი მოწერილი, ზოგიერთს, ამავე ოპერიდან, იგივე ხელი, ვინმემ, მოკავშირეობას კი არა, აგენტობას არ გამოჰკრას. ვიცი რასაც ვწერ…“, – წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ პირად გვერდზე და შესაბამის ფოტოსაც ავრცელებს:

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს აღზევებული ძალიან ბევრისგან განსხვავებით, კალაძე დგას ივანიშვილის გვერდით 2011 წლიდან” – ნუკა...

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე თავის პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“ერთხელაც დავწერ ერთობაზე, რადგან ყველა ამაზე ალაპარაკდა” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, დეტალურად აღწერს და...

“მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის კონკრეტულ ინიციატივას პოზიტიური...

“4 ოქტომბერი შესაძლოა ნაცმოძრაობისთვის მართლაც საკრალური თარიღი აღმოჩნდეს” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თავის ვარაუდებს გამოთქვამს პარტია "ნაციონალური მოძრაობის"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...