პარასკევი, აპრილი 26, 2024

“დამსხვრეული ოცნებების” პარტიის 8-წლიანი მმართველობის თავზე, სრულად ჩამოშლილია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ნდობა საქართველოსთან მიმართებაში – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და გუნდის წევრმა თეონა აქუბარდიამ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს კონგრესმენებისა და ამერიკის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით. გიორგი ვაშაძის განცხადებით „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიის 8-წლიანი მმართველობის თავზე სრულად ჩამოშლილია საქართველოს მიმართ ნდობა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან:

„დამსხვრეული ოცნებების“ პარტიის 8-წლიანი მმართველობის თავზე სრულად ჩამოშლილია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ნდობა საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენ ვზიანდებით მათი ყველა განცხადებით და რაც ყველაზე მთავარია გუშინ ამერიკის ელჩმა საქართველოში პირდაპირ მოუწოდა მთავრობას რომ წაიკითხონ და გაითვალისწინონ სენატის და კონგრესის განცხადებები ამით ყველა მანიპულაცია დახურულია რასაც აქამდე ეს დამსხვრეული ოცნებების პარტიის წარმომადგენლები ეწეოდნენ. მსურს ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა რომ ეს არის მეგობრებო იმ საშინელი სიღარიბის და შიმშილის განმაპირობებელი რომელიც ახლა ხდება, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ზე-სახელმწიფოს მხარდაჭერას არ ვიყენებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის წევრმა თეონა აქუბარდიამ მოუწოდა ხელისუფლებას გაითვალისწინოს ამერიკის ელჩისა და კონგრესმენების განცხადებები და ჩაატარონ სამართლიანი არჩევნები:

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ამერიკის ელჩის განცხადება კონგრესმენებთან დაკავშირებით, ჩვენ ვხედავდით აქამდე იყო განცხადებები, რომ ეს არის ერთი კონგრესმენი ლობისტებით, დღეს ვნახეთ ამერიკის ელჩის განცხადებით, რომ მნიშვნელოვანია გათვალისწინება ყველა იმ წუხილის, რომელიც კონგრესმენებს გააჩნიათ საქართველოსთან დაკავშირებით.

ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ის წუხილი, რომელიც არის საქართველოში დემოკრატიასთან დაკავშირებით აზიანებს თითოეულ მოქალაქეს, ასევე ინვესტიციების შემოდინებას ხელს უშლის და შესაბამისად ამით ზიანდება და ჩვენი სახელმწიფოსა და თითოეული მოქალაქის ინტერესები, მოვუწოდებთ ხელისუფლებას და „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიას ყურად იღონ ის წუხილები, რომელიც არის საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის მხრიდან, ყურად იღონ ელჩის მოწოდება და რეალურად ჩაატარონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იმისათვის, რომ ჩვენ ერთად შევძლოთ იმ მიზნების შესრულება, რომელიც აქვს საქართველოს და ერთად შევძლოთ გავაუმჯობესოთ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა,“ – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული