კვირა, ივნისი 15, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიჩემი ცხოვრების მიზანია ქვეყანაში არ იყოს არცერთი მოშიმშილე...

ჩემი ცხოვრების მიზანია ქვეყანაში არ იყოს არცერთი მოშიმშილე ბავშვი და სარჩოს ნაგავში არავინ ეძებდეს – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა, სადაც მათ მიერ შემუშავებულ გეგმებზე ისაუბრა. ვაშაძის თქმით „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ წარმოდგენილი გეგმის განხორციელების შედეგად საქართველოში არც ერთი მშიერი ბავშვი აღარ იქნება და ლუკმა პურს ნაგავსაყრელზე აღარ მოძებნის. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის თქმით – ეს პოლიტიკური პლატფორმა, გზას გაუხსნის ყველა თაობის პროფესიონალს ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და საზოგადოებას ორი არჩევანი აქვს – აღმშენებლობასა და დამსხვრეული ოცნებების პარტიას შორის:

„სტრატეგია აღმაშენებელი“ არის იმ ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს იმ უმძიმესი პრობლემების გადაჭრას, რომელშიც “დამსხვრეული ოცნებების” პარტიის მმართველობამ შეგვიყვანა. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ეს არის წლების მანძილზე დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე შექმნილი საქართველოს განვითარების გეგმა.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ არის ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად შემუშავებული და ქართულ რეალობაზე მორგებული, თანამედროვე განვითარების მოდელი, რომლის ანალოგი არც ერთ სხვა ქართულ პოლიტიკურ პარტიას თუ ჯგუფს დღემდე არ აქვს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ განხორციელების შემდეგ, პირობას გაძლევთ, რომ საქართველოში აღარ იქნება არც ერთი მშიერი ბავშვი და აღარავინ მოძებნის ლუკმა პურს ნაგავსაყრელზე. ეს არის სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიო განვითარების თანამედროვე ტენდენციებს და აქვს ამბიცია საქართველო აქციოს რეგიონის ლიდერ სახელმწიფოდ.

„სტრატეგია აღმაშენებელი’’ ეს არის პოლიტიკური პლატფორმა, რომელიც გზას უხსნის ყველა თაობის პროფესიონალს ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში. ჩვენ გვაქვს მარტივი არჩევანი: აღმშენებლობა ან დამსხვრეული ოცნებების პარტია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პაატა მანჯგალაძე: “მათე დევიძე – სიმბოლო იმისა, რისიც ეშინია სისტემას”

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა...

“ოეე, პატარა ბიჭებო თავში ხომ არ აგივარდათ ძალაუფლება?! რა ბავშვებით მუქარა?‼️‼️‼️” – ელისო კილაძე

მეუღლის, კოტე იოსელიანის გატაცების შესახებ გააკეთა განცხადება "ერთიანი ნაციონალური...

“მდიდარი ადამიანები განსაკუთრებით საშიშები არიან ხელისუფლებაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“მათე და ყველა სინდისის პატიმარი აუცილებლად იქნებიან თავისუფლები!” – გიორგი ვაშაძე

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძის საქმეზე სასამართლომ განაჩენი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" საპატიო...