კვირა, ივნისი 29, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიUNDP-ს და ონის მუნიციპალიტეტს შორის საგრანტო მემორანდუმი გაფორმდა

UNDP-ს და ონის მუნიციპალიტეტს შორის საგრანტო მემორანდუმი გაფორმდა

გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა ონის მუნიციპალიტეტთან საგრანტო შეთანხმებას მოაწერა ხელი! პროგრამის ფარგლებში მიღებული ფინანსები პანდემიის უარყოფითი ეკონომიკური შედეგების აღმოფხვრას მოხმარდება.

შეთანხმება დეცენტრალიზაციის, კარგი მმართველობისა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი კამპანიის „ჩაერთე და მართე, მიეხმარე შენს მხარეს“ ფარგლებში შედგა.

UNDP-ის მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ ვრცლად ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს ვესაუბრეთ.

დაახლოებით თვე-ნახევრის წინ დავიწყეთ ამ კონკრეტულ პროექტზე მუშაობა. პროექტი გულისხმობს რამდენიმე მიმართულებით დახმარებას. იგეგმება ტურისტული ადგილის მოწყობა, ონის შემოსასვლელის განათება, ასევე, საზაფხულო პავლიონების გაკეთება, სადაც მცირე მეწარმეებს შეეძლებათ საკუთარი ნაწარმის გაყიდვა. გადამზადდებიან გიდები როგორც ინგლისურ ენაში, ისე რეგიონის კულტურასა და ისტორიაში. ესაა ის პროექტები, რომელსაც დღეს ხელი მოეწერა. ჩვენ გაეროს განვითარების პროგრამას წარმოვუდგინეთ სია განსახორციელებელი პროექტების შესახებ და ერთობლივი შეთანხმებით შევჯერდით ამ მიმართულებებზე. პროგრამების განხორციელება დაიწება მიმდინარე წელს“, – განაცხადა დავით ჩიკვაიძემ.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“სოლიდარობა არის ის მთავარი ღერძი რის გარშემოც უნდა აიგოს ჩვენი ბრძოლა და რასაც უნდა...

კონკრეტულ ფაქტებზე მიანიშნებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“საქართველო ივანიშვილის გარეშე! – აი ეს არის გამოსავალი და გზა რეალური არჩევნებისკენ!” – ლევან...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კონკრეტულ...