ორშაბათი, ივნისი 16, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დამსხვრეული ოცნებების" პარტიამ ახალგაზრდებს წაართვა განვითარების შესაძლებლობა -...

“დამსხვრეული ოცნებების” პარტიამ ახალგაზრდებს წაართვა განვითარების შესაძლებლობა – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ახალქალაქიდან, ახალციხიდან და ნინოწმინდიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს უმასპინძლა და მათ პრობლემებს გაეცნო. ოპოზიციონერმა ლიდერმა, ასევე ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების დასაქმების პრობლემაზე და ახალგაზრდებს გააცნო „სტრატეგია აღმაშენებლის“ გეგმა 300 000 სამუშაო ადგილების შექმნის თაობაზე:

„დამსხვრეული ოცნებების“ პარტიის 8 წლიანმა მმართველობამ, ახალგაზრდებს წაართვა განვითარების შესაძლებლობა და ისინი თავიანთ მომავალს საკუთარ ქვეყანაში ვერ ხედავენ. სამუშაო ადგილები ფაქტობრივად არ არის. როდესაც დაგვპირდნენ, რომ 200 000 სამუშაო ადგილს შექმნიდნენ და პირიქით 45 000-ით შემცირდა სამუშაო ადგილები კერძო სექტორში, ნინოწმინდიდან, ახალქალაქიდან და ახალციხიდან არიან ახალგაზრდები, რომლებიც ძალიან დიდ პრობლემებს ხედავენ საკუთარ ქვეყანაში პერსპექტივის თვალსაზრისით, ამიტომ არჩევანი აღმშენებლობასა და „დამსხვრეულ ოცნებებს“ შორის უნდა გავაკეთოთ.

ჩვენ ვპირდებით მოქალაქეებს, რომ 300 ათას სამუშაო ადგილს შევქმნით ქვეყანაში და დღეს სწორედ ამ საკითხზე დეტალურად ვისაუბრებ. ამისთვის გავაკეთებთ „ინდუსტრიულ პარკებს“, გავაკეთებთ „IT ქალაქებს“, სადაც ახალგაზრდებისთვის მაღალანაზღაურებადი სამსახური იქნება, ასევე შევქმნით „აგრო კლასტერებს“. უნდა გავაფართოვოთ ტურიზმის სექტორის რესურსი და ა.შ.

ბოლო წლების მანძილზე, საქართველო 100000-მა სამუშაო ძალამ დატოვა და ეს არის კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის გენოფონდისთვის. ახალგაზრდას პერსპექტივა უნდა ჰქონდეს საქართველოში, ის არ უნდა იყოს ორიენტირებული, რომ ქვეყანა დატოვოს, იმიტომ, რომ აქ მხოლოდ შიმშილი და სიღარიბე ემუქრება,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ღონისძიებას დაესწრო

მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც ვისკონტების...

“კობახიძე/მდინარაძე/გელაგელაძე/ოხანაშვილის დიქტატურაზე მაინც ვიგუდები სიცილით და რა გავაკეთო?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" ახალი...

“რეჟიმის ტყუილები და თვითმმართველობის არჩევნები…” – ზურაბ ჯაფარიძის მეორე წერილი საპატიმროდან

სოციალურ ქსელში გავრცელდა პატიმრობაში მყოფი "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის,...

“ეს აღარ არის მხოლოდ პოლიტიკა და ვინ მოგწონს ან ვინ – არა, ეს არის...

პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით და მმართველი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული