spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძისა და სტრატეგია "აღმაშენებლის" გუნდის გადაწყვეტილება ნაკარნახევია...

გიორგი ვაშაძისა და სტრატეგია “აღმაშენებლის” გუნდის გადაწყვეტილება ნაკარნახევია ოპოზიციის საერთო გამარჯვების ინტერესებიდან გამომდინარე – პაატა მანჯგალაძე

ახალი საარჩევნო პლატფორმის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბრენდის პრეზენტაციას და ბლოკთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს „ახალი საქართველოს“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია ოპოზიციონერი კოლეგების კომენტარები და რაღაც სულელურ შეთქმულების თეორიებზე საუბარი. მანჯგალაძე ასევე განმარტავს, რომ გიორგი ვაშაძის და სტრატეგია „აღმაშენებლის“ გუნდის ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევია ოპოზიციის საერთო გამარჯვების ინტერესებიდან გამომდინარე:

დღეს მოხდა ახალი საარჩევნო პლატფორმის სტრატეგია „აღმაშენებლის“ ბრენდის პრეზენტაცია და საზოგადოებას შევთავაზეთ ძალიან მარტივი არჩევანი, ან „დამსხვრეული ოცნებების“ პარტია და ხელისუფლება, ან – აღმშენებლობა და დამარცხებული სიღარიბე.

კიდევ ერთხელ განვმარტავ, გიორგი ვაშაძისა და სტრატეგია „აღმაშენებლის“ გუნდის ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევია ოპოზიციის საერთო გამარჯვების ინტერესებიდან გამომდინარე და ოპოზიცია კი არ დაიშალა, არამედ ამ ახალი არჩევანით უფრო მრავალფეროვანი და ძლიერი გახდა. ჩემთვის გასაგებია ის კომენტარები, რაც „ქართული ოცნებისგან“ მოვისმინეთ, იმ პარტიის წარმომადგენლებისგან, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას დაუმსხვრია არა მხოლოდ ოცნებები, არამედ, იმედიც კი ჩაუქრო, რომ ეს სიღარიბე და მძიმე ყოფა ოდესმე დასრულდება.

ამასთან, ჩემთვის გაუგებარია ოპოზიციონერი კოლეგების კომენტარები და რაღაც სულელურ შეთქმულების თეორიებზე საუბარი. მსურს მარტივი რჩევა მივცე მათ, ვიდრე რაიმე განცხადებას გავაკეთებთ, დავფიქრდეთ, ვის ინტერესებში შედის ერთმანეთისთვის ტალახის სროლა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება და საერთო ოპოზიციური ფრონტის არარსებობა.

მეგობრებო, ხალხი ჩვენგან ელოდება ცვლილებებს და არა გაუთავებელ კინკლაობასა და ერთმანეთში მტყუან მართლის გარკვევას. მრავალფეროვნების ერთიანობით გავიმარჯვებთ”, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბატონო ბიძინა, ტყუილად უხდით ფულს თქვენს პროპაგანდისტებს და PR სპეციალისტებს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში ირონიულ პოსტს აქვეყნებს და...

“სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო პროგრამა” – მარიამ ლაშხი

„სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო...

“წარმატებას ვუსურვებ ცოტნე ივანიშვილის კარგ წამოწყებას და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მომავალში კიდევ...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი პოზიტიური შეფასებებით ეხმიანება და მხარდაჭერას გამოხატავს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...