ორშაბათი, ივნისი 16, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიჩემი არჩევანი გიორგი ვაშაძეზე, წარმატებულ პრაქტიკოს პოლიტიკოსზე შევაჩერე...

ჩემი არჩევანი გიორგი ვაშაძეზე, წარმატებულ პრაქტიკოს პოლიტიკოსზე შევაჩერე – თაკო ჩარკვიანი

პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა, ,,ახალი საქართველოს“ ლიდერ გიორგი ვაშაძესთან საარჩევნო ბლოკის შექმნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საზოგადოებას მხოლოდ ორი შესაძლებლიდან მოუწევს არჩევანის გაკეთება: სიღარიბე თუ ახალი სამართლით გაჯერებული ქვეყანა:​

,,დღეს ქუჩაში, რომ გავიდეთ პირველი კითხვა რასაც მოვისმენთ არის – რა გვეშველება? რა იქნება? ასეთი უძრაობა აღარ შეგვიძლია! პოლიტიკური ოპონენტებიც კი ამბობენ, შეიძლება ხმამაღლა არა, მაგრამ თავადაც იციან, რომ ,,ოცნებები ჩამოგვამხეს” თავზე, რომელიც დაიმსხვრა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ დღეს მხოლოდ თეორეტიკოსი პოლიტიკოსების დრო არ არის, დღეს უფრო იმ პრაქტიკოსი პოლიტიკოსების დროა, რომლებსაც უკვე გაუკეთებიათ პროექტები და წარმატებული ყოფილა. ოქტომბერში დიდი არჩევანი არ დასჭირდება ჩვენს ქვეყანას. სიახლეს ელოდება საზოგადოება და ეს არჩევანი იქნება: სიღარიბე თუ ახალი სამართლით გაჯერებული საქართველო.

რაც შეეხება ,,სტრატეგია აღმაშენებელს” ეს სახელი შემთხვევითობა არ არის. ეს არის ,,აღმშენებლობის გზა”, სიახლე, სამართალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აკლია. ეს არ არის ჩაკეტილი ბლოკი, პირიქით ჩვენი კარები ყველასთვის ღიაა. დღევანდელი პრეზენტაცია, არის მოთელვა და ორიენტირებულია 30 რიცხვისთვის, სადაც ყველას გელოდებით.

მგონი ყველა კვლევამ აჩვენა, რომ რაღაცის მოლოდინი აქვთ ადამიანებს და მეც, ჩემთვის თითზე ჩამოსათვლელ პრაქტიკოს პოლიტიკოსებს შორის, არჩევანი გიორგი ვაშაძეზე შევაჩერე,” – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სანაგვეზე მოსროლილი მოძალადე ქოცები – უბრალო ჭიაღუები ხდებიან…” – ხატია დეკანოიძე

შს სამინისტროში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ეხმაურება "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის"...

“მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი პატიმარი საქართველოში და მისი ერთადერთი დანაშაული არის ის,...

“მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი პატიმარი საქართველოში და...

“როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ფარი ვერ იქნება” – კახა კალაძე ნიკა გვარამიას დაკავებაზე

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...