spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"ჩემი ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრე ქართველი ხალხის სიყვარულია. ეს...

“ჩემი ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრე ქართველი ხალხის სიყვარულია. ეს შემთხვევით არ მოსულა. არავის მივცემ იმის უფლებას, რომ ეს ყველაფერი შელახოს” – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ პირდაპირ ეთერში ოპონენტების მიერ მუნიციპალიტეტის მერიისადმი გამოთქმულ ბრალდებებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ არც ოპოზიციას და არც მის მიერ მართულ მედიას რეალური არგუმენტი არ გააჩნია და მხოლოდ ცილისწამებით არიან დაკავებულები.

ისინი არჩევნების დროსაც ღიად საუბრობდნენ, რომ თუ გაიმარჯვებდნენ, პარალიზებას გაუკეთებდნენ ქალაქს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს გააჩერებდნენ და ა.შ. ეს პირდაპირ ეთერში თქვეს. ჩვენ ვსაუბრობდით, როგორ ვხედავდით ქალაქის განვითარებას, გამოწვევებს. ხალხი ამას ხედავს. შემთხვევით არ არის, რომ თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი მესამედ დაგვიჭირა.

მახსოვს, 2017 წელს რა დამოკიდებულება იყო დედაქალაქში მერიის მიმართ. მთელი წლების განმავლობაში ბინძური კამპანია მიმდინარეობდა ყოფილი მერის, დავით ნარმანიას წინააღმდეგ. მიზანმიმართულად ცრუობდნენ, რომ ქალაქში გაჩერებული იყო მშენებლობები.

2017 წლიდან დღემდე, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი გამორჩეული უწყებაა გამჭირვალობის, გადაწყვეტილებების მიღების, განხორციელებული პროექტების კუთხით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე განმარტა, რომ ბრალდება კონკრეტულ დეველოპერულ კომპანიასთან მისი კავშირების შესახებ ასევე პოლიტიკური სპეკულაციაა.

2013 წელს ენერგეტიკის მინისტრობის დროს საუბრობდნენ, თითქოს მქონდა 13 ჰიდროელექტროსადგური და 6 თბოელექტროსადგური. მაშინ, როდესაც სულ 2 თბოელექტროსადგური ჰქონდა სახელმწიფოს. ასეთი სიცრუე, სიბინძურე ჩემთან დაკავშირებით მუდმივად იყო.

„არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია ჩემი ბავშვობის მეგობარია, მაგრამ მან 2005 წლიდან დაიწყო ბიზნესი. ამ დროს, მილანში ვთამაშობდი და არანაირი შეხება მის ბიზნესთან არც მაშინ და არც ახლა არ მაქვს.

ყველანაირი სიბინძურე მაკადრეს, ჩემს ოჯახზე, ჩემს მეუღლეზე, შვილებზე. ადამიანმა რომ ნახოს, ჩემს მეუღლეს რეებს წერდნენ, რომ მე აუცილებლად უნდა გამშორებოდა, რაღაც კუბოები, რაღაც სისულელეები… წარმოუდგენელია უბრალოდ – ეს არის ბოროტება. ეს არის კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანები შანტაჟის ქვეშ ამყოფონ. თუმცა, მე ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ყველა ჩემს ქმედებაზე ვარ პასუხისმგებელი.

უბედნიერესი ვარ, მყავს კარგი ოჯახი, ძალიან მიყვარს ჩემი მეუღლე და შვილები. ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, ჩემი ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრე ქართველი ხალხის სიყვარულია. ეს შემთხვევით არ მოსულა. არავის მივცემ იმის უფლებას, რომ ეს ყველაფერი შელახოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ გაბედულად ვიმოქმედებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ!” – მიხეილ სააკაშვილი

26 მაისის აქციას პოზიტიურ შეფასებას აძლევს და საერთო წინააღმდეგობის...

“რა დრო დაუდგა ამ საცოდავს. რუსეთის ჯაშუშების დაჭერა უწევს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოზიცია სუს-ის მიერ...

“❓რა მოხდა, 25 მაისის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესზე და რა დაიბარა დედამ😊” – ელისო...

25 მაისის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ, ელისო კილაძის სასამართლო...

“ინვესტიციები VS ანაბარი: სად სჯობს დანაზოგის დაბანდება – ტრადიციულ საბანკო ანაბარში, თუ ამერიკული კომპანიების...

მას შემდეგ, რაც საქართველოში ინვესტიციები და კრიპტოაქტივები დაინერგა, სულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...