შაბათი, ივლისი 12, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიინტერვიუგიორგი ვაშაძეს აქვს ახალგაზრდული ენერგია და ვფიქრობ, ის...

გიორგი ვაშაძეს აქვს ახალგაზრდული ენერგია და ვფიქრობ, ის ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის – თეონა აქუბარდია

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის თანადამფუძნებელმა, თეონა აქუბარდიამ სააგენტო „პარალელთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გიორგი ვაშაძის ახალი პოლიტიკური გაერთიანება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს აქვს კონკრეტული ხედვა და რესურსი იმისათვის, რომ ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებები განახორციელოს:

„მე ვფიქრობ, რომ გიორგი ვაშაძეს აქვს ძალიან საინტერესო წამოწყება, რასაც ჰქვია „სტრატეგია აღმაშენებელი“.

ამ პროცესში მას ჩართული ჰყავდა საკმაოდ კარგი ექსპერტები და მისი მიზანი, რომ არსებობდეს კონკრეტული ჩამოყალიბებული სტრატეგია ქვეყნის მძიმე ვითარებიდან გამოსაყვანად, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეს ვხედავთ, რომ ძირითადად, აქცენტი კეთდება იმაზე, თუ რა ცუდია ხელისუფლება, თუმცა არავინ არ საუბრობს იმაზე, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ მძიმე მდგომარეობიდან.

მნიშვნელოვანია ის, რომ მას აქვს კონკრეტული ხედვა და სტრატეგია მიზნის მისაღწევად. ამ ფორმატით არჩევნებში მონაწილეობა იქნება მნიშვნელოვანი შენაძენი, რომ ქვეყანამ რეალურად დააღწიოს თავი არსებულ ვითარებას და ცვლილებები უკეთესობისკენ არჩევნების გზით მივიღოთ.

გიორგი ვაშაძეს აქვს ჩამოყალიბებული ხედვა და ის ცდილობს, რომ მეტი ადამიანი და პოლიტიკური პარტნიორი გააერთიანოს ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად.

რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციასთან ურთიერთობას, ჩვენ ვხედავთ რომ მაჟორიტარულ კანდიდატებში ოპოზიცია ერთიანობას ინარჩუნებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ხელისუფლება შეიცვალოს.

გიორგი ვაშაძე არის ცნობილი სახე. მის სახელს უკავშირდება ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას ჰქონდა იუსტიციის სახლთან დაკავშირებით. მას აქვს ახალგაზრდული ენერგია, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ის ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის,“ – განაცხადა სააგენტო „პარალელთან“ საუბრისას თეონა აქუბარდიამ.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გამარჯვების ფორმულა არის ერთიანობა, სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა” –...

ევროპარლამენტის რეზოლუციას, პოლიტიკური შეფასებებით საპატიმროდან ეხმიანება პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის"...

“ქართულ ოცნებაში” მიმდინარე “რაზბორკები” ადასტურებს, რომ ის თავისი ბუნებით მაფიოზური წარმონაქმნია – გია ნოდია

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შექმილი რეალობის შესახებ საუბრობს განათლების ყოფილი...

ნინო ჯანგირაშვილი: “ბოიკოტი მაინც შედგება”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...