პარასკევი, მარტი 14, 2025
16.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალიროგორი შესაგუებელია დამნაშავეების მხარდაჭერა და საქმის "გაფუჭების" ყოველდღიური...

როგორი შესაგუებელია დამნაშავეების მხარდაჭერა და საქმის “გაფუჭების” ყოველდღიური მცდელობა?! – მირიან ნიკოლაძე

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელ განცხადებას ავრცელებს. ადვოკატი აღნიშნავს, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტი მთლიანად აღდგენილია, დანაშაულის ჩამდენი პირები – გამოკვეთილი, თუმცა აქვს ადგილი დამნაშავეთა მხარდაჭერასა და საქმის „გაფუჭების“ მცდელობებს. გარდაცვლილის ბიძა საზოგადოებასა და ჟურნალისტებს მიმართავს:

მიუხედავად იმისა, რომ როგორც მინიმუმ, უკვე მესამე დღეა, საქმეში განთავსებული მასალებით მთლიანად აღდგენილია გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი და გამოკვეთილია მისი ჩამდენი პირები, გაუთავებელ მითქმა-მოთქმას ბოლო არ უჩანს.
მივეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ ჟურნალისტიკისა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჩვენზე მეტად უყვარდა გიორგი და ჩვენზე კვალიფიციურები არიან სისხლის სამართალწარმოებაში, მაგრამ როგორი შესაგუებელია მათი მხრიდან დამნაშავეების მხარდაჭერა და საქმის „გაფუჭების“ ყოველდღიური მცდელობა?!

პირველ რიგში განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი დამოუკიდებელ ექსპერტს, ქალბატონ მაია ნიკოლეიშვილს, რომლის დამაჯერებელმა და მაღალკვალიფიციურმა რამდენიმე კომენტარმა ყველასთვის გასაგები გახადა, რომ სახელდახელოდ გაექსპერტებული უცხოელი მეგზურთუხუცესების, „ბოტასას“ და მსგავსი კარიკატურული პერსონაჟების გამოყენება საკუთარი მიზნებისათვის ბოლოს ყველას დასაცინი ხდება და სამარცხვინო საქმეა.

რომ არა სისხლის სამართლის საქმის წარმოებისათვის ხელოვნურად ხელის შეშლა, მგონი ყველამ იცით, რომ იმ ფანატიკოსი მრევლის ისტერიკა და წყევლა-კრულვა, ჩემთვის წლების წინ უკვე გადატანილი სანახაობაა და დღესაც თანაგრძნობის თვალით ვუყურებ.

რატომ ექმნება საფრთხე სისხლის სამართლის საქმეს და რატომ ხდება დამნაშავეებისათვის ხელშეწყობა, არის ანბანური პროცესუალური ხრიკი, დებილიზმამდე მისული ტრიუკი, რომელიც პირველკურსელმა იურისტმაც კი იცის და ზოგიერთი ექსპერტ-პოლიტოლოგით დაწყებული, ნავტანილჩამოფერთხილი პოლიტიკოსებით დამთავრებული მე რომ მსაყვედურობს: „რა გინდა, იძიონ თავისთვის ეს საქმე, შენ რას გიშლიანო“, ცოტა უხერხულია.

კონკრეტულ მაგალითზე აგიხსნით მარტივად და ამის შედეგ ნუღარ შემეკითხებით.
ერთ-ერთ არხზე, როგორც იქნა, მოახერხეს და „გამოააშკარავეს“ ვიღაც მოწმე, რომელსაც თურმე ნუ იტყვით და, დეტალურად მოუსმენია, საკუთარი ყურით: „როგორ გადააგდეს გიორგი და როგორ არ უნდა სცოდნოდა ეს შაქარაშვილების ოჯახს“, ამავე სიუჟეტში ჭკუა დაგვარიგეს, რომ „აგერ ბატონო ვიდეო კამერები და გამოიძიეთ რა უბედურება ხდებაო“.
ამ დროს რა ხდება?
ამოღებული ვიდეო ფირები, რომლებიც უამრავი საათისაგან შედგება და მათზე არაფერი არ ხდება, უნდა თუ არ უნდა სასამართლოს, ბრალდებულების მხარის მოთხოვნით უნდა გამოიკვლიოს სრულად. მოკლედ, რომ ვთქვათ მხოლოდ ამ კონკრეტული შემთხვევის გამოსაკვლევად საჭიროა რამდენიმე სასამართლო პროცესი. გადაიანგარიშეთ ახლა ეს იმ ვიდეო ფირების საერთო რაოდენობაზე, რომელთა ალბათ 10% კი არ შეადგენს ეს მასალა და მიხვდებით, რომ მხოლოდ ვიდეო ფირების გამოკვლევას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე თვე და რა ეშველება დანარჩენ მტკიცებულებებს? ვიღაცა ქმნის სათანადო საფუძველს, რომ გავიდეს პატიმრობისათვის კანონით დადგენილი ვადა (რომელიც არ აღემატება 9 თვეს, საიდანც სასამართლოში საქმის განხილვის დროს დარჩენილი იქნება 6 თვეზე ოდნავ მეტი) და დამნაშავეები გამოვიდნენ ციხიდან.
გაგიკვირდებათ და, მოწმე აცხადებს, რომ „ამის სათქმელად“ ასეულობით პოლიციის განყოფილებიდან ვერ მიაგნო ვერც ერთს, მაგრამ მიაგნო „ბოტასას“ ტელეფონს, შემდეგ ამავე „ბოტასას“ რჩევით ერთ-ერთ არხთან ჩაწერა ინტერვიუ და გამოძიება არც კი გახსენებია.
ასეთი მცდელობები არის ურიცხვი და ისინი საფრთხეს უქმნის საპატიმრო ვადებს.
კატეგორიულად ვამბობ, რომ ამის გამკეთებლები მუშაობენ ბრალდებულების ინტერესებზე!
ახლა რაც შეეხება პირველ აბზაცში მითითებულ გარემოებას. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ უკვე სამი დღეა ყველას, ვინც იცნობს საქმის მასალებს, ვინც იცის წერა-კითხვა, ვინც ელემენტარულად ერკვევა დაკითხვებსა და სხვა საგამოძიებო მოქმედებებში, მარტივად მიხვდებოდა, რომ გიორგის გაეკიდნენ „ტოიოტა“-დან გადმოსული მხეცები, რომელთაგან სამი მათგანი გაეკიდა ხიდის გასწვრივ სირბილისას და ჩაჰყვნენ ხიდების ბურჯებამდე, ხოლო ორმა მათგანმა ხიდზე გადმოუსვლელად ჩაუხვია ამავე ბურჯებთან ჩამავალ გზაზე მეორე მხრიდან, სადაც გიორგი აღმოჩნდა ალყაში და იძულებული გახდა სირბილი გაეგრძელებინა მდ. არაგვისკენ მიმავალ ფერდობზე. სადაც დაეწივნენ, გაუსწორდნენ ფიზიკურად და გადააგდეს მდინარეში.

ეს მასალები დიდი ხანია უკვე დევს სისხლის სამართლის საქმეში, გადაცემული აქვთ მხარეებს და შეგიძლიათ მისი წაკითხვა,” – წერს სოციალურ ქსელში მირიან ნიკოლაძე.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საქართველოში სასამართლო აღარ არსებობს! საქართველო გადააქციეს ერთ დიდი შოუდ, რომელსაც ჰქვია სასამართლო!” – მიხეილ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "ვივამედიდან" სასამართლო პროცესზე ჩართვისას...

ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორია დააკავებული

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანაცხოვრების პერიოდში, მეუღლის მიმართ...

“რა გადაგვარჩენს? ახალი, სამართლიანი არჩევნები და კოალიციური მთავრობა‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე საზოგადოებისა და პოლიტიკური...

“ეს პატარა გველეშაპი ქვეყანა ასე მარტივად ყლაპავს თავისივე შვილებს” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე თავის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...