spot_img
მთავარიადამიანის უფლებებისაქართველოს პროკურატურამ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ...

საქართველოს პროკურატურამ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო

საქართველოს პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გამოძიების პროცესში ჩართვის უფლებას გარდაცვლილის მამასა და ადვოკატს ანიჭებს.

საქართველოს პროკურატურა მწუხარებას გამოთქვამს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამო და მის ოჯახს და ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებს!

პროკურატურის დადგენილების საფუძველზე თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ იქნა ცნობილი და საქმის მასალების გაცნობა შეეთავაზა.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში 2020 წლის 19 ივლისს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 24 ივლისს, საქმეს დაემატა კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს თვითმკვლელობამდე მიყვანას. დღესვე, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა გარდაცვლილის მამა – ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, გამოძიების პროცესში გარდაცვლილის მამას და მის ადვოკატს შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. ასევე გაზიარებულ იქნა გარდაცვლილის ოჯახის წევრების თხოვნა და ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრ ,,ემპათიას’’ წარმომადგენელმა გალინა კარმუშინამ.

საქართველოს პროკურატურა დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან და მის ადვოკატთან მჭიდრო კომუნიკაციის და საქმეზე თანამშრომლობის თაობაზე მზადყოფნას გამოთქვამს.
საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება. მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, პროკურატურის მიერ საქმეზე მიღებული სამართლებრივი გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას მომავალშიც მიეწოდება ინფორმაცია,” – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დააკავებული” – საქართველოს...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...