spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებინუ დაგავიწყდებათ, რომ ისედაც მძიმე მდგომარეობაში ვართ და...

ნუ დაგავიწყდებათ, რომ ისედაც მძიმე მდგომარეობაში ვართ და თქვენი ზეწოლა მორალურად გვაზიანებს – ანი გაბეჩავა

ანი გაბეჩავამ, სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე პირველი საჯარო მიმართვა გაავრცელა, რომელიც ჟურნალისტური გამოძების საშუალებით ახალი ნიუანსების გამოკვეთას უკავშირდებოდა. მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია არ იყო ახალი და გამოძიება აქამდეც საქმის კურსში იყო. ანი გაბეჩავა საზოგადოებას მასზე ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს მას მორალურად აზარალებს:

,,გადავწყვიტე, რომ პირველად დავაფიქსირო საჯაროდ ჩემი პოზიცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა იცოდეთ, რომ მომხდარის გამო ძალიან ვწუხვართ მეც და ჩემი მეგობრებიც. მინდა დავიწყო იქიდან, რომ პირველი ადამიანი ვინც დაიკითხა 19 ივნისს მთელი დღის განმავლობაში, ვიყავი მე. იმ დღიდან მოყოლებული დღემდე ყველანაირად ვეხმარები გამოძიებას.

გასაჯაროვდა, რომ 19 ივნისს, დილის საათებში შევხვდი ბიძაჩემს, რადგან წავეყვანე მცხეთის განყოფილებაში. მანამდე ჩემს კლასელებთან მქონდა მიმოწერა, რომელიც თქვენთვის უკვე ცნობილია. ეს მიმოწერა გახლავთ ჩემი მცდელობა იმისა, რომ გამერკვია თუ ვინ და სად ნახა გიორგი ბოლოს. ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ წამომყოლოდნენ მცხეთაში ორი მიზეზის გამო:

1.მარტო არ მსურდა წასვლა

2. უნდოდათ სიტუაციაში უკეთ გარკვეულიყვნენ

ბოლოს ისე მოხდა, რომ მცხეთაში მხოლოდ ბიძაჩემი გამყვა, რადგან მამაჩემი თბილისში არ იმყოფებოდა.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ ისედაც მძიმე მდგომარეობაში ვართ და თქვენი მხრიდან ზეწოლა მხოლოდ ჩვენ გვაზიანებს მორალურად და არაფრით ეხმარება გამოძიებას. ყველა დეტალი, რაც მედიის საშუალებით თქვენთვის ცნობილი ეტაპობრივად გახდა გამოძიებისთვის დიდი ხანია ცნობილია. კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას არც ჩემი ჩვენება და არც ჩემი მიმოწერა მეგობრებთან. ყველაფერი აუცილებლად გაირკვევა და ნათელი გახდება. კარგი იქნება თუ მხარდაჭერას გამოხატავთ და არა ზეწოლას.

მინდა მივმართო მედიას: იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ფაქტი თქვენთვის გაუგებარია და დასაზუსტებელი გახდება შეგიძლიათ დამეკონტაქტოთ და თუ ეს ფაქტი ჩემთვის ცნობილია ამომწურავად გაგცემთ პასუხს.
პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ელისო კილაძეს იმისათვის, რომ შეძლო ჩემს სიტუაციაში შესვლა და საზოგადოებისათვის ჩემი მდგომარეობის ისე გადმოცემა, როგორც რეალურად იყო. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოების იმ ნაწილს,რომელიც მამხნევებდა ამ მძიმე დღეებში,” – წერს ანი გაბეჩავა.

ცნობისათვის: ანა გაბეჩავა მცხეთაში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის დღეს იუბილარი იყო და ახალგაზრდებს შორის კონფლიქტიც იმ ღონისძიებაზე დაიწყო.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილ/კობახიძე თვლიან, რომ გეოგრაფია წყვეტს ყველაფერს და მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ საქართველო რუკაზე...

საქართველოს გეოპოლიტიკურ შანსებსა და მმართველი გუნდის მოლოდინებთან დაკავშირებით, კონკრეტული...

ComCom-მა “ფორმულა” “მაუწყებლობის შესახებ” კანონის დარღვევისთვის 5000 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო,...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...

“ჩემი ანა და მართა მიწას მივაბარეთ…” – ირმა ამბარდნიშვილი

გორში მომხდარ ტრაგიკულად დასრულებულ ავტოსაგზაო შემთხვევას, რასაც დედა და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...