spot_img
მთავარიჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკაკოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ერთი თვის შემდეგ -...

კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ერთი თვის შემდეგ – დღის ინფორმაცია

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს 15 ივნისის შემდეგ ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო მონაცემებით ჩვენს ქვეყანაში 1039 შემთხვევა დადასტურდა ოფიციალურად.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 1 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 900.

დღემდე უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 41 მოქალაქე. უმრავლესობა ავღანეთში ნატოს მისიის მონაწილე ქართველი სამხედროა.

20 ივლისის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 5534 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267.

ასევე, დღეს გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული მე-16 პაციენტი, ინფორმაცია ამის შესახებ დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დაადასტურა. მისი თქმით გარდაცვლილი 70 წელს გადაცილებული მამაკაცია.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...