ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებირყევებით სავსე ეპოქაში საქართველომ ბოლო 8 წლის განმავლობაში...

რყევებით სავსე ეპოქაში საქართველომ ბოლო 8 წლის განმავლობაში შეინარჩუნა მშვიდობა – ბიძინა ივანიშვილი

რამდენიმე თვიანი ერთგვარი პაუზის შემდეგ, დღეს პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის დამფუძვნებელი ბიძინა ივანიშვილი. მან ბევრი ისაუბრა საქართელოს წარმატებაზე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში და მადლობა გადაუხადა ყველა ექიმსა და ეპიდემიოლოგს. ასევე შეაჯამა “ქართული ოცნების“ 8 წლიანი მმართველობა და თქვა, რომ საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მშვიდობიანი ქვეყნების მოწინავე რიგებში დაიკავა ადგილი:

მინდა დარწმუნებით ვთქვა, რომ გუნდი, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, კვლავაც შემძლეა იტვირთოს და ასწიოს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა. ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა წინ წაიყვანა ქვეყანა ბევრი მიმართულებით, პროგრესი თვალსაჩინოა პრაქტიკულად ყველა სფეროში. რყევებით სავსე ეპოქაში საქართველომ ბოლო 8 წლის განმავლობაში შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა და დამსახურებულად ჩაეწერა უსაფრთხო ქვეყნების მოწინავე რიგებში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას ვინც წლების განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოს და ქართველ ხალხს, – ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს.

ექსტრემალურ ვითარებაში, როდესაც რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, როდესაც ყველაფერი სხვა გაუფერულდა, ამ განსაცდელის დროს ხალხმა ხელშესახებად იგრძნო მზრუნველი ხელისუფლების ხელი და მის გარშემო გაერთიანდა. კრიზისის დროს ჩვენმა ხალხმა უკეთ დაინახა, რომ ჰყავს მზრუნველი ხელისფლება, რომლისთვისაც ადამიანი ყველაზე მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა

ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ საჯარო გამოსვლას, არც წინა ხელისუფლებისა და ე.წ. “ცხრა წლიანი მმართველობის“, ხსენების გარეშე ჩაუვლია. ამასთან ასევე შეეხო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელშიც ოპოზიციამ მონაწილეობის მიღებაზე უარი, 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობის გამო თქვა:

ჩვენ ისეთი ხელისუფლებაც გვყოლია, რომელმაც თავისი უგუნურობით ისიც კი ვერ მოახერხა, რომ ქვეყნისთვის აეცილებინა კრიზისი, რაც სავსებით შესაძლებელი იყო. მან არა თუ დაიცვა მოსახლეობა განსაცდელისგან, არამედ ბედის ანაბარა მიატოვა ხალხი. გვახსოვს, როგორ გარბოდნენ ზოგიერთები ბრძოლის ველიდან და ქვეყნიდანაც კი. ეს ის ტრამვაა, რომელიც ჯერ კიდევ არ მოუშუშებია ჩვენს ხალხს.

სულ ახლახანს, როდესაც კენჭი ეყრებოდა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს, მათ უარი თქვეს ამ პროცესში მონაწილეობაზე და ამით საკუთარ თავსაც კი აჯობეს. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს ხალხი უბრალოდ ხავსს ეჭიდება, მათთვის მთავარია ძალაუფლების ჩაგდება და რევანში, იმ 8 წლიანი თავისუფლებისთვის, რომელიც ჩვენ ერთად მოვიპოვეთ და ქვეყანა სწორ გზაზე დავაყენეთ,“ – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია დაამტკიცა, რომელიც საზოგადფოებას დღეს წარუდგინა.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რაცხა ფარცაგია ქოცების თავს, გეუბნებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული ვარაუდები ტელეკომპანია...

“ჩვენი ოპოზიციური პოლიტიკოსების და მათი მოკავშირე ენჯეო კლასტერის ერთერთი დიდი მინუსი არის სტრატეგიული ხედვის...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძის მძიმე შეფასებები ოპოზიციისა და ენჯეო სექტორის...

“მიმაჩნია, რომ მიზანშეწონილია გიორგი ვაშაძის “გამარჯვების 8 პუნქტიანი გეგმის” ჩვენი საერთო მოქმედების საფუძვლად აღება”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის,...

“მაქვს გადახდილი სახელმწიფო გადასახადი, რომ აღსრულებაში მიგეღოთ, მაგრამ ტ*აკი არ აგიწევიათ აქამდე” – თენგო...

თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობებიდან ხალხის გამოსახლებისას მომხდარ ინციდენტებს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...