ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვაცილისწამების მიუხედავად, ეს დიდი საქმე გაკეთდა ბუნების დიდი...

ცილისწამების მიუხედავად, ეს დიდი საქმე გაკეთდა ბუნების დიდი სიყვარულით – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე დენდროლოგიური პარკის გახსნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ცილისწამების მიუხედავად, ბუნების დიდი სიყვარულით და ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შედეგად საქართველოს უნიკალური პარკი გაიხსნა:

გუშინ იყო უაღრესად მნიშვნელოვანი დღე. რა თქმა უნდა, ეს არ იყო მნიშვნელოვანი დღე მხოლოდ გურიისთვის, ეს იყო მნიშვნელოვანი დღე საქართველოსთვის, როდესაც, ჩვენი რიგითი მოქალაქეებისთვის, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი გაიხსნა, უნიკალური პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შედეგად განხორციელდა და ვხედავთ, თუ რამხელა შრომის შედეგია დღეს ეს პარკი.

სიმბოლური გახლავთ ის, რომ წლების განმავლობაში ცილისწამების მიუხედავად, ეს დიდი საქმე გაკეთდა ბუნების დიდი სიყვარულით და ჩვენი მოქალაქეებისთვის და ქვეყნისთვის უნიკალური პარკი გაიხსნა. ეს არ გახლავთ მხოლოდ საქართველოსთვის უნიკალური, ეს გახლავთ მსოფლიოში უნიკალური პარკი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი ყველა მოქალაქისთვის, ბავშვებისთვის და ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის.

რა თქმა უნდა, ყველამ უნდა დავინახოთ, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფრის მიუხედავად, სიმართლე მაინც იმარჯვებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
თამთა ბარბაქაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...