კვირა, დეკემბერი 28, 2025
5.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიახობში კოლხური ხოხბის საშენი მეურნეობა გაიხსნა

ხობში კოლხური ხოხბის საშენი მეურნეობა გაიხსნა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და სამეგრელოს მხარის რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ, სოფელ ნოჯიხევში, 40 ჰექტარზე გაშენებული კოლხური ხოხბის საშენი მეურნეობა გახსნეს, ლევან დავითაშვილის თქმით ფაუნის აღწარმოება, რომელიც ახალ საშენ მეურნეობაში მოხდება, ხელს შეუწყობს როგორც გენეტიკური ფონდის შენარჩუნებას, ისე რეგულაციებით ნადირობის ახალ პერსპექტივებს გააჩენს:

ახალი საშენი მეურნეობის ტერიტორიაზე, ველური ბუნების სააგენტოს მიერ მოხდება როგორც ფლორის, ასევე ფაუნის აღწარმოება. რამდენიმე ათას ადგილობრივ კოლხურ ხოხობს ყოველწლიურად დაცულ ტერიტორიებზე გავუშვებთ. ადგილობრივი სახეობები, ფაქტობრივად, გადაშენების პირასაა და წითელ ნუსხაშია. აღწარმოება, რომელიც ახალ საშენ მეურნეობაში მოხდება, ხელს შეუწყობს როგორც გენეტიკური ფონდის შენარჩუნებას, ისე რეგულაციებით ნადირობის ახალ პერსპექტივებს გააჩენს. სამინისტრო წლებია უკვე ამ მიმართულებით მუშაობს და, ვფიქრობ, შედეგს მალე მივიღებთ”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით უნდა მოხდეს ყველა იმ სახეობის გამრავლება, რომელიც კოლხეთის დაბლობზე ბინადრობდა და დღეს გადაშენების პირასაა.ლევან დავითაშვილი, მხარის რწმუნებულთან ერთად, ადგილობრივ მონადირეებსაც შეხვდა და ნადირობის სეზონის გახსნის და რეგულაციების შესახებ ესაუბრა.

დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ ველური ბუნების სააგენტოს საქმიანობა და ახალ სანაშენე მეურნეობაში განსახორციელებელი ღონისძიებები. ჩვენ ვივლით იმ გზით, რომლითაც იარეს ევროპულმა ქვეყნებმა, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ ნადირობა დაშვებულია, პოპულაციების ზრდა დიდია. უნდა მოხდეს ყველა იმ სახეობის გამრავლება, რომელიც კოლხეთის დაბლობზე ბინადრობდა და დღეს გადაშენების პირასაა. მნიშვნელოვანია პროცესის დაწყება, რითაც ჩვენ შევძლებთ იმ წონასწორობის აღდგენას, რაც, სამწუხაროდ, ბოლო 30 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი, 90-იან წლებში იქნა დარღვეული”, – აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

როგორც ცნობილია ნადირობის სეზონი აგვისტოს მე-4 შაბათს გაიხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება სამინისტრომ სამეცნიერო-ექსპერტული წრეებიდან მიღებულ რეკომენდაციებზე და მონადირეთა უმრავლესობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე დაყრდნობით მიიღო.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

საახალწლო განწყობის კიდევ ერთი შეუცვლელი სიმბოლო ჭყორი (Ilex) იგივე ბაძგი

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო მორიგი საინტერესო ინფორმაცია საქართველოს ფლორის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ ერთი ადგილი გაქვთ, ბაჩო ახალაიას მტკიცებულებებით დაუდასტურეთ ბრალი და არა ცოლის შანტაჟით!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის...

“მთელი საქოცეთის ქალთა მოდგმა რომ გააერთიანოთ, თავის აღმატებული ღირსებებით, ერთი ანი ნადარეიშვილი არ გამოიძერწება...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე სრულ მხარდაჭერას...

“15 წელი ცოტაა, სამუდამო პატიმრობას იმსახურებს, ისეთი დანაშაული ჩაიდინა!” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი, სუს-ის...

“სამწუხაროდ ეს ყველაფერი თითოეულ ქართველს უქმნის დიდ საფრთხეს” – მიხეილ სააკაშვილი

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების...

“უმადური არასდროს ვყოფილვარ და არც ახლა ვიქნები. მადლობა მას და ვულოცავ იუბილეს😊” – გიორგი...

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, მომღერალი გიორგი უშიკიშვილი საქართველოს...