ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიუპატრონობაა ქვეყანაში და ამ უპატრონობის მსხვერპლი ვართ აბსოლუტურად...

უპატრონობაა ქვეყანაში და ამ უპატრონობის მსხვერპლი ვართ აბსოლუტურად ყველა – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ავლაბარში მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო, ოპოზიციონერი ლიდერის განმარტებით მაცხოვრებლებს ავარიულ სახლებში, სიცოცხლისათვის საშიშ პირობებში უწევთ ცხოვრება და სადაც 2012 წლამდე მოვიდა რეაბილიტაციის პროექტი, იქ არის გაჩერებული დღესაც.

ავლაბარში, ძველი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილას ვიმყოფები, ადგილი საინტერესოა ასევე ტურისტებისათვის და ინვესტორებისათვის, მახსოვს როდესაც 8 წლის წინ და ასევე 4 წლის წინაც მოვინახულე ტერიტორია, უარესდება და უარესდება მდგომარეობა. მოსახლეებს ავარიულ სახლებში, სიცოცხლისათვის საშიშ პირობებში უწევთ ცხოვრება. პირდაპირ გეტყვით უპატრონოდ არიან მიტოვებულები.

ზოგადად ავლაბარს საოცარი პერსპექტივა აქვს, 8 წლის წინ, როგორც ჩაბარდა „ქართულ ოცნებას“ ისევეა გაყინული ყველაფერი. ასეთ პირობებში ხალხი არ უნდა ცხოვრობდეს! სადაც 2012 წლამდე მოვიდა რეაბილიტაციის პროექტი, იქ არის გაჩერებული დღესაც და ინგრევა ყველაფერი. უპატრონობაა ქვეყანაში და ამ უპატრონობის მსხვერპლი ვართ აბსოლუტურად ყველა,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს საქართველოს ციხეებში ორჯერ მეტი პატიმარია, ვიდრე ჩემი პრეზიდენტობის დროს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროებში არსებულ რეალობაზე საუბრობს: "იყო...

“ნაკრების გარშემო ეროვნული ერთიანობა დაინახეს და ეგრევე ჩაერიენ. გატეხეს ეს ერთიანობა” – გია ჯაფარიძე

სპორტისა და პოლიტიკის კავშირზე აკეთებს მინიშნებებს ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი...

“გახარია მარტო იმიტომაა იმის ღირსი იმისი რაც დაემართა, რომ არ ამბობს, ბრძანება მიტინგის სასტიკ...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასთვის...

“გრძელდება შანტაჟი და მუქარა საქართველოსთან მიმართებით” – კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის ახალ წესებზე

დედაქალაქის მერის განცხადებით, ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...

“ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კონკრეტულ...

“მეჩვენება თუ ღარიბას მიმართ სენტიმენტები გაჩნდა მედიაში?!” – ელისო კილაძე

კრიტიკულ მედიაში მთავრობის ყოფილ მეთაურ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ...