შაბათი, აპრილი 27, 2024

ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსად დაინიშნა

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში გამართულ სხდომაზე, პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, საარჩევნო შტაბის უფროსად დანიშნა, აღნიშნული ინფორმაცია პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა:

“პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ცენტრალურ ოფისში საარჩევნო შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელშიც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა. ირაკლი კობახიძემ საარჩევნო შტაბის წევრებს წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ საკუთარი ხედვა წარუდგინა.

სხდომაზე არჩევნებთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს,”- ნათქვამია ,,ქართული ოცნების” პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული