ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიIV ხელისუფლებანიკა გვარამიას წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის...

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო

,,მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე ,,კაწროს“ მეუღლემ, ნათია რუხაიამ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში სარჩელი შეიტანა. საქმე ეხება 7 ივლისს, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ,,კაწროს” ჩართულობა იკვეთებოდა:

,,საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ნათია რუხაიას განცხადება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ. მხარე სადავოდ ხდის 2020 წლის 07 ივლისს ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გავრცელებულ კადრებში თეთრპერანგიანი ახალგაზრდა მამაკაცი ავთანდილ ბილანიშვილი იყო.

აღნიშნულ საქმეზე ქარტიას თავდაპირველად ავთანდილ ბილანიშვილმა მიმართა, თუმცა, მოგვიანებით, ქარტიის სამდივნოსთან კომუნიკაციის შედეგად, საქმეზე განმცხადებელი დაზუსტდა და ბილანიშვილი ნათია რუხაიამ შეცვალა.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:

• პირველი – ინფორმაციის სიზუსტე;

• მესამე – დადასტურებული წყარო;

• მეთერთმეტე – ფაქტის განზრახ დამახინჯება.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები,”- ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც აღნიშნული პიროვნება ავთანდილ ბილანიშვილი არ არის:

დადგენილია, რომ ის არის 1996 წელს დაბადებული, ხაშურში მცხოვრები ლ.ლ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის არის ა.ბ., სიმართლეს არ შეესაბამება. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დადგენილია, რომ კადრებში ნაჩვენები პიროვნება მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა ხაშურიდან თბილისის მიმართულებით. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა ქუთაისი-თბილისის მიმართულებით,” – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

“ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!” – თათია აფრიამაშვილი, ლიკა ლორთქიფანიძე

"ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე 19...