შაბათი, ივნისი 14, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდაპირისპირებაელისო კილაძის იმედზე რომ იქნები, მერე ყველაფერი საკუთარ...

ელისო კილაძის იმედზე რომ იქნები, მერე ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალო – მირიან ნიკოლაძე

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორ ნიკა გვარამიასა და „ქრონიკა +“-ის მთავარ რედაქტორს ელისო კილაძეს „ფეისბუქ“ პოსტით მიმართავს:

ნახალოვკელი “კაწრო” და გამომძიებელი “ბაწრო”

რა მექნა მეტი ამ „სამოსან“ კაცს, გეხვეწე, გემუდარე ყველა გადაცემაში: „ნუ, იზამ, არ გესმის ეგ საქმე, დაანებე თავი, ცოდვა ხარ თქო“, მაგრამ არ გამოვიდა. არ მინდოდა ასე დაგემთავრებინა, მაგრამ ვერ შევძელი. თქვენი ბოლო, რომ „თეთრი ბოტასები“ იყო, გული მიგრძნობდა, მაგრამ მანამდე ჩემო გამოძიების „ბაწრო“, ერთი მძიმე და ნიშანდობლივი დეტალია.

როცა ოჯახის წევრი ბოლო იმედს შესციცინებს, რომ შვილი ცოცხალი იპოვოს, ის ემხრობა არა ბავშვის მოკვლის, არამედ მისი გადარჩენის ვერსიას. გიორგის აღმოჩენამდე არც ერთ ოჯახის წევრს ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ვნადგურდებოდით.

ამიტომ ვეძებდით მონასტრებში, მეტრო სადგურებთან, მიმდებარე ფერდობებზე და კიდევ ბევრ ადგილას, ვიღებდით ვიდეო ფირების ჩანაწერებს, ვეკითხებოდით გამვლელებს, გვჯეროდა, რომ ჩანთა ბავშვმა დადო ხიდის ბურჯზე, ამიტომ ვებღაუჭებოდით ბოლო იმედს. სწორედ ამ დროს თქვა გიორგის ერთ-ერთმა ნათესავმა თქვენზე: „ლეშის სუნზე რომ გიენები დარბიან, ისე უნდათ ამათ, რომ ბავშვი მკვდარი აღმოჩნდესო“, რაზედაც ვუსაყვედურე და ახლა ვუხდი ბოდიშს.

ვიდრე კომკავშირის ცეკას მდივანივით იჯდები სუფრის თავში, მუდმივად დაუწყებ შემთხვევის ადგილის ძებნას იქ, სადაც ბავშვი საერთოდ არ ყოფილა. მუდმივად დაიწყებ იმის მტკიცებას, რომ ბავშვი ხუთმეტრიანი ჯებირიდან გადავარდა წყალში და ამაზე მთელი ქვეყანა დაგცინებს.

ვიდრე სისხლის სამართლის მასალები „თხა და გიგო“-სავით გეჭირება ხელში, მანამდე სუნთქვას შეაკვრევინებ ექვსი წუთით მთელ ქვეყანას და „მაღალი პროფესიონალიზმით“ დაუმტკიცებ, რომ ექვს წუთში „ყველაფერი დამთავრდა“. მერე დაგიწყებს დაზარალებული ხვეწნას -ნუ მირიცხავ მკვლელობის ვერსიას შენი უცოდინრობით და ხელს ნუ მიშლიო.

ვიდრე სისხლის სამართლის საქმეებში განთავსებული გამომძიებლების სტანდარტული ათეულობით პატაკი გეგონება „მტკიცებულების განადგურების მცდელობა“, მანამდე პირველკურსელი იურისტების დაცინვის მსხვერპლი იქნები.

ვიდრე წყალში ასფიქსიით გარდაცვლილ ბავშვზე (რომელიც ოჯახმა ჯერ კიდევ მესამე დღეს იცოდა), ექსპერტიზის მოსვლამდე მთელი სერიოზულობით ამტკიცებ, რომ მას „ოთხი დღე მანქანით“ დაატარებდნენ, მანამდე გააგრძელებ მუცლით მეზღაპრეობას და ბავშვები დაგცინებენ.

მართლა მეზარება ახლა კიდევ ბევრი საცოდაობის წერა (დილით ადრე ვარ ასადგომი), მაგრამ გამოძიების სასწავლად ამ ეტაპზე ესეც გეყოფა.

ახლა, რაც შეეხება შენს „საგამოძიებო ჯგუფს“. ელისო კილაძის იმედზე რომ იქნები, მერე ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალო. იმას რომ ვერ გაარკვევთ საქმეში რამდენი სამარშრუტო ტაქსი ფიგურირებს და რომელი რა მიმართულებით მოძრაობს, ბუნებრივია, „ხვალ მთელ ჭიათურას შემოივლით“ (თუ როგორც ბრძანა ქალბატონმა) თეთრპერანგიანი ადამიანების ძებნაში და ბოლოს მიხვდებით, შტერი თავი რატომ არ აძლევს ფეხებს მოსვენებას.

მაგრამ ეგ არაფერი. გარდაცვლილი ბავშვის ბიძის თავისივე შვილის მკვლელთა დაფარვაში აღმოჩენილი „უტყუარი სამხილი“ -თეთრი ბოტასები, იყო ის, რაც რეალურად ხართ.

კი ხართ ღირსები, საერთოდ რომ არ გითხრათ რა ხელწერილია და რის გამო შედგა, მაგრამ გეტყვით მერე ვიღაცა და შემდეგ გადაცემაში ისე „ჩაასწორებთ“, როგორც „ექვსი წუთის“ ამბავს, ვითომც აქ არაფერი მომხდარა. თქვე მართლა „თეთრ ბოტასიანებო“ თქვენ, ვიდრე სკანდალების კოცონზე დამწვავთ ვიდეო ფირებზე მაინც ნახეთ, ბავშვს რა ფერის ფეხსაცმელი აცვია.

საკუთარმა დედამ, იმ დედამ, რომელსაც ყოველ ღამე თავიდან კლავთ თქვენი მდარე მიდრეკილებების გამო, ჯერ კიდევ გიორგის ძებნის პროცესში გადმომცა, რომ კინოლოგიური სამსახურის მეშვეობით გვეძებნა ბავშვის კვალი, ხოლო საგამოძიებო მოქმედების შემდეგ დაგვიბრუნდა უკან, რასაც ადასტურებს „სკანდალური ხელწერილი“ (მაგის მთქმელს ნამუსი რომ არ აქვს ვიცი, მაგრამ დღეიდან სერიოზულადაც ნუ დაუჯერებთ რამეს, თქვენთვის ვიძახი).

რას ვერჩი იმ ანგელოზივით მხატვრული ფილმის უწყინარ პერსონაჟს არ ვიცი, მაგრამ მთელი ქვეყანა, რომ დღეიდან ნახალოვკელ „კაწროზე“ და გამომძიებელ „ბაწროზე“ ისაუბრებს ეგ ვიცი,” – წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მირიან ნიკოლაძე.

ავტორი
თამთა ბარბაქაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მათე და ყველა სინდისის პატიმარი აუცილებლად იქნებიან თავისუფლები!” – გიორგი ვაშაძე

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძის საქმეზე სასამართლომ განაჩენი...

პაატა მანჯგალაძე: “მათე დევიძე – სიმბოლო იმისა, რისიც ეშინია სისტემას”

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა...

“ვიღაცამ საჯაროდ დამაჯერებლად უნდა ახსნას, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებს ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს აფიქსირებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: "არჩევნების...

“თინამ შეძლო და გადალახა ყველა შიში, წინააღმდეგობა, როგორც ქალმა, დედამ, მეუღლემ და პოლიტიკოსმა” –...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ლევან სანიკიძე სრულ მხარდაჭერას უცხადებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...