შაბათი, ივნისი 14, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიროგორც ჩანს ივანიშვილი და გახარია პირდაპირ ებრძვიან საშუალო...

როგორც ჩანს ივანიშვილი და გახარია პირდაპირ ებრძვიან საშუალო ფენას ქვეყანაში – გიორგი ვაშაძე

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას სამ კონკრეტულ მოთხოვნას უყენებს, რომელიც მანქანების რეექსპორტის ბიზნესს ეხება. ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, რომ 31 დეკემბრამდე უნდა გადავადდეს მანქანების განბაჟების დრო, იმიტომ რომ საზღვრები ჩაკეტილია, ასევე დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ხელისუფლებამ მუშაობა იმ ქვეყნებთან, საიდანაც ძირითადად ჩამოდიოდნენ მანქანების მყიდველები, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას საზღვრები, რადგან ათასობით ადამიანი შიმშილის ზღვარზეა მისული:

მანქანების რეექსპორტი – ბიზნესი, რომელიც საქართველოსთვის იყო ასობით მილიარდის შემოსავლის. მხოლოდ გასულ წელს დაახლოებით შვიდასი მილიარდი იყო ბრუნვა ამ სფეროში. ეს ბიზნესი კი ფაქტობრივად განწირულია ხელისუფლების მხრიდან. უმძიმეს ვითარებაში და მდგომარეობაშია ათასობით ადამიანი, ვინც ჩართული იყო ამ ბიზნესში, ეს არის როგორც რეექსპორტიორები, ასევე პროფილაქტიკები, სასტუმროები თუ სხვა ბიზნესები, რომლებიც დაკავშირებული იყო ამ კონკრეტულ სექტორთან.

ხელისუფლება კი კვლავ დუმს და არაფერს აკეთებს, ამიტომ სამი კონკრეტული მოთხოვნა, რომელსაც ვუყენებთ ბატონ გახარიას და დავიწყებ ამ საკითხზე ხელმოწერების შეგროვებას:

  • დაუყოვნებლივ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ 31 დეკემბრამდე გადავადდეს მანქანების განბაჟების დრო, იმიტომ რომ საზღვრები დაკეტეთ და შეუძლებელია დღეს რეექსპორტი განხორციელდეს ქვეყნიდან;
  • გავრცელდეს ეს განბაჟების გადავადება იმ მანქანებზეც, რომლებიც შემოვიდა პირველი მაისის შემდეგ;
  • დაუყოვნებლივ დაიწყეთ მუშაობა იმ ქვეყნებთან, საიდანაც ძირითადად ჩამოდიოდნენ მანქანების მყიდველები, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას საზღვრები, წინააღმდეგ შემთხვევაში ათასობით ადამიანი ფაქტობრივად შიმშილის ზღვარზეა, ათიათასობით ოჯახი, დასაქმებული ადამიანი, რომელიც კონკრეტულ შემოსავალს ნახულობდა ამ ბიზნესიდან ან მასთან დაკავშირებული ბიზნესებიდან, ფაქტობრივად ნულოვანი შემოსავლით არიან დატოვებულები და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ეს დანაშაულებრივი ქმედებები ძალიან მძიმე ვითარებაში ჩააგდებს საქართველოს ეკონომიკას.

კიდევ ერთხელ მივმართავ გახარიას და ვეუბნები, რომ თქვენი ფუნქცია მარტო კაბინეტში ჯდომა და კაბინეტიდან კეკლუცი კი არ არის, ხალხს მიხედეთ, პრობლემებზე იმუშავეთ. გუშინ ვიყავი მანქანების ავტობაზრობაზე და არცერთი თქვენი წარმომადგენელი იქ მისული არ ყოფილა და არ უკითხავთ ამ ადამიანებისთვის თუ რა პრობლემები აქვთ.

ხომ არ შეიძლება, რომ თქვენი პოლიტიკური მიზნებისთვის ფაქტობრივად გაანულოთ ყველა ეკონომიკური სექტორი საქართველოში?! როგორც ჩანს ივანიშვილი და გახარია პირდაპირ ებრძვიან საშუალო ფენას ქვეყანაში, იმიტომ, რომ ფიქრობენ უშემოსავლოდ, მშიერად დატოვებული ადამიანების მართვა უფრო მარტივი იქნება არჩევნებზე, მაგრამ ეს არის ცეცხლთან თამაში და თქვენ ეს არ გამოგივათ, იმიტომ რომ უკიდურესად მძიმე ვითარებაში მდგომი ხალხი თქვენ მოგაკითხავთ და თქვენგან მოითხოვს პასუხს ამ საკითხებთან დაკავშირებით.

დაუყოვნებლივ დაიწყეთ მუშაობა იმ ქვეყნებთან, საიდანაც ჩამოდიოდნენ ძირითადი მყიდველები საქართველოში. მიეცით ე.წ. კოვიდ პასპორტი, რომ ქვეყნის უსაფრთხოება იყოს დაცული, ჯანმრთელობის კუთხით – ეპიდუსაფრთხოება, რათა შემოვიდნენ ეს ადამიანები ქვეყანაში და შეძლონ ავტომობილების შეძენა. ეს არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შეგვიძლია ვუშველოთ და რამენაირად დავეხმაროთ ეკონომიკის იმ მიმართულებას, რომელიც უზარმაზარ შემოსავალს ტოვებდა ქვეყანაში,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნუ გადადებთ მყისიერად უთხრათ – “იდი ნა *უი” – ნებისმიერს, ვინც ამას იმსახურებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას "სწრაფი გადაწყვეტილების თეორია": "ჩვენ ყველაფერი გვეზარება, ყველა...

“ტრამპი vs მასკი: კონფლიქტი, რომელიც აშშ-ის მომავალს წყვეტს“ – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

ძალების გადანაწილება და ცვლილებების ეპოქა: ტრამპი, მასკი და ბიუროკრატია...

“ეს აღარ არის მხოლოდ პოლიტიკა და ვინ მოგწონს ან ვინ – არა, ეს არის...

პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით და მმართველი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...